სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გაერთიანებული ოპოზიციის ნაცემი მხარდამჭერი - დაშავებულის განცხადებით, მას რამდენიმე პირი დაესხა თავს, მამაკაცი სასტიკად არის ნაცემი

აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის გურჯაანში ვითარება ამ დრომდე დაძაბულია. სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა. აქციის მონაწილეებმა პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს. საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ აქციის მონაწილეებს შეუძლიათ თელავამდე ფეხით მივიდნენ.

ერთ-ერთი მათგანი მძიმედ არის დაშავებული. მას დაზიანება სახის არეში აღენიშნება.

დაშავებულის განცხადებით, მას რამდენიმე პირი დაესხა თავს. მამაკაცი სასტიკად არის ნაცემი. როგორც დაშავებული ამბობს, მას ფიზიკურად ხელკეტებით შეიარაღებული პირები დაუპირისპირდნენ.

ველისციხის-ყვარლის გადასახვევთან ვითარება უკიდურესად დაძაბულია. ერთმანეთს ორი ჯგუფი უპირისპირდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100