სალათი „პიკანტური“
მასალა:
ქათმის ფილე - 200 გრამი
სტაფილო - 1-2 ცალი
ყველი - 100-150 გრამი
ნიორი
მაიონეზი
ნიგოზი
მომზადების წესი:
ქათმის ფილე მოვხარშოთ და დავჭრათ კუბებად. სტაფილო მოვხარშოთ და მსხვილ სახეხზე გავხეხოთ. ნიორი გავასუფთაოთ, დავჭყლიტოთ და ავურიოთ მაიონეზში. ყველი გავხეხოთ მსხვილ სახეხზე. ნიგოზი კი დავაქუცმაცოთ. დამზადებული ინგრედიენტები შემდეგი თანმიმდევრობით მოვათავსოთ: ქათმის ფილე, ნივრიანი მაიონეზი, სტაფილო, ნივრიანი მაიონეზი, ყველი, ნიგოზი. გემოვნების მიხედვით, ზემოდან მოყრილ ყველს, შეიძლება მაიონეზიც მოასხათ.
კომენტარი