სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უცხოპლანეტელებს ახალი ტელესკოპით მოძებნიან

უცხოპლანეტელთა ძებნის პროექტ SETI - ს(Search for Extra-Terrestrial Intelligence) ახალი ტელესკოპი აქვს, რომელიც შესაძლო ცივილიზაციების სიგნალების დაჭერაზე იმუშავებს.

ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ, ვირჯინიის შტატში განთავსებული ასმეტრიანი მართვადი რადიოტელესკოპი Green Bank 86-დან 1,2 ათასი ეგზოპლანეტიდან სიგნალების დაწერას შეეცდება და ინფორმაციას 24 საათის განმავლობაში მოიპოვებს.

აქ მომუშავე ასტრონომებმა შესასწავლად ისეთი პლანეტები აირჩიეს, სადაც ტემპერატურა ნულიდან ას გრადუსამდეა. ასეთი პლანეტები იმ კატეგორიაში შედის, სადაც შესაძლოა იყოს სასმელი წყალი, რომელიც სიცოცხლისთვის აუცილებელია.

ადრე ეს პროექტი ნაკლები დაფინანსების გამო სათანადოდ ვერ ხორციელდებოდა, ახლა კი მეცნიერებს იმედი მიეცათ, რომ უფრო ნაყოფიერად მუშაობას შეძლებენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100