სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

2013 წელს მსოფლიოში ელექტრონული სიგარეტის მომხმარებელთა რაოდენობა 800%-ით გაიზარდა, რამაც გამოიწვია თამბაქოს მწარმოებლების მხრიდან ელ. სიგარეტის ანტისარეკლამო კამპანიის გაჩაღება-BBC

2013 წელს მსოფლიოში ელექტრონული სიგარეტის მომხმარებელთა რაოდენობა 800%-ით გაიზარდა, რამაც გამოიწვია თამბაქოს მწარმოებლების მხრიდან ელ. სიგარეტის ანტისარეკლამო კამპანიის გაჩაღება-BBC. დიდი ბრიტანეთის დამოკიდებულების კვლევის ნაციონალური ცენტრის მეცნიერები ამიტკცებენ, რომ ელ. სიგარეტი, სხვა ტრადიციული მეთოდებთან შედარებით, თამბაქოს მოწევისგან თავის დაღწევის ყველაზე ეფექტური საშუალებაა.

BBC გვაცნობებს, რომ 50-ზე მეტმა მეცნიერმა და ექსპერტმა სხვადასხვა ქვეყნებიდან მიმართეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგნიზაციას: მათ მიაჩნიათ, რომ ელ. სიგარეტის წინააღმდეგ დაწყებული კამპანია უსაფუძვლოა და ქმნის მხოლოდ პანიკას.

2013 წელს მსოფლიოში ელექტრონული სიგარეტის მომხმარებელთა რაოდენობა 800%-ით გაიზარდა, რამაც გამოიწვია თამბაქოს მწარმოებლების მხრიდან ელ. სიგარეტის ანტისარეკლამო კამპანიის გაჩაღება.

ელექტრონული სიგარეტის მოწინააღმდეგეები ამტკიცებენ, რომ ელ. სიგარეტის მოქმედება ადამიანის ორგანიზმზე ბოლომდე დღემდე არ არის შესწავლილი და ითხოვენ ამ ბაზრის მკაცრ კონტროლს.

ლონდონის კოლეჯის University College London პეოფესორი რობერტ ვესთი ამტკიცებს, რომ ელ. სიგარეტის ორთქლი თამბაქოს კვამლისგან განსხვავებით არ შეიცავს ტოქსინებს და კონციროგენებს, ხოლო ნიკოტინის კონცენტრაცია ელ. სიგარეტის ორთქლში 20-ჯერ ნაკლებია, ვიდრე ჩვეულებრივი თამბაქოს კვამლში.

თუ დიდი ბრიტანეთის 9 მილიონი თამბაქოს მწეველი გადავა ელ. სიგარეტის მოწევაზე, დიდ ბრიტანეთს საშუალება ექნება 10-ჯერ შეამციროს თამბაქოს მოწევისგან გამოწვეული ყოველწლიური სიკვდილიანობა 60000-დან 6000-მდე.

დადგენილია, რომ ელ. სიგარეტის გამონაბოლქვი არ შეიცავს ფისებს და 400-ზე მეტი დასახელების მავნე ქიმიურ შენაერთს, რომლებიც წარმოიშვებიან თამბაქოს მოწევის დროს და რომლებიც ყველაზე დიდ საფრთხეს უქმნიან ადამიანის ჯანმრთელობას.

მის დასკვნას ეთანხმებიან დიდი ბრიტანეთის დამოკიდებულების კვლევის ნაციონალური ცენტრის (National Addiction Centre) და დედოფალი მარიას სახელობის უნივერსიტეტის დამოკიდებულების კვლევის დეპარტამენტის (Queen Mary University) მეცნიერები.

მეცნიერების მიერ ელ. სიგარეტი წარდგენილია, როგორც ჯანდაცვის სფეროში 21 საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვან გამოგონებათა სიაში შესატანად.

მსოფლიოს სტატისტიკით, ელექტრონულ სიგარეტზე უკვე გადასულია თამბაქოს მწეველების 12% და მისი დახმარებით თამბაქოს წევას თავი დაანება ყოფილ მწეველთა 70%-მა.

[R]

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100