სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რა ზიანი მოაქვს ჯანმრთელობისთვის დღისით ძილს?

შესაძლოა დღის საათებში ძილი კარგი იყოს ტვინის დასვენებისთვის, მაგრამ ის საზიანოა არტერიული წნევისთვის. ამის შესახებ „Mayo Clinic“ - ის სპეციალისტები ავრცელებენ ინფორმაციას. დასკვნა 112267 პაციენტის გამოკვლევისა და დაკვირვების შედეგად იქნა გამოტანილი.

იგივე კვლევის შედეგად დადგინდა, რომ შუადღეს ძილის მოყვარული ქადამიანები 13-19%-ით უფრო მეტად არიან მიდრეკილი ჰიპერტენზიისკენ (არტერიული ჰიპერტენზია არის დაავადება, რომლის დროსაც ადგილი აქვს სისხლის წნევის მომატებას რამდენიმე ათეულით წნევის ნორმალური მაჩვენებლიდან.) ვიდრე სხვები, ხოლო თუ ადამიანი ღამის ცვლაში მუშაობს და დღისით სძინავს მაშინ აღნიშნული შანსები 21%-ით იზრდება.

კვლევის ავტორები დღისით ძილსა და ჰეპერტენიას შორის კავშირის გამომწვევ მიზეზებს ჯერ ვერ ასახელებენ და მათ გარკვევაზე მუშაობენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100