სტუდენტთა საყურადღებოდ!
სტუდენტური შეღავათით სარგებლობის წესებში ცვლილებებია: გამარტივდა შეღავათიანი ბილეთის მფლობელი სტუდენტების მატარებლებში დაშვება, თუ ძველი წესის შესაბამისად აუცილებელი იყო საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობაზე დატანილი ყოფილიყო წარწერა „სტუდენტი“, ახალა ხდება მხოლოდ პირადობის მოწმობისა და სამგზავრო დოკუმენტის მონაცემების სისწორის დადარება და შესაბამისად აღნიშნული წარწერის არსებობა აუცილებლობას აღარ წარმოადგენს.
აქვე შეგახსენებთ, რომ სტუდენტური შეღავათი (50% -იანი ფასდაკლება) ვრცელდება მხოლოდ მაგისტრალური მიმოსვლის ყველა ელექტრომატარებლის მეორე კლასისა და სამგზავრო მატარებლების კუპირებულ ვაგონებზე.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სტუდენტური შეღავათით სარგებლობენ მხოლოდ ის პირები რომლებიც ირიცხებიან სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო“-ს ბაზაში.
კომენტარი