ჰაკერებმა ცნობილი ვარსკვლავის ფოტო მოიპარეს, რომელიც სასქესო ორგანოს გადიდების დროსაა გადაღებული (+18)
ჰაკერულმა კიბერ საზოგადოებამ The Dark Overlord-მა ბრიტანეთის პლასტიკური ქირურგიის კლინიკიდან ცნობილი ადამიანების ფოტოები მოიპარა, რომლებიც გენიტალიების გადიდების დროსაა გადაღებული. როგორც აღმოჩნდა, ჰაკერებმა კიბერ თავდასხმის შედეგად მოახერხეს კლინიკის ელექტრონული ფოსტის გატეხვა და უამრავი მასალის გადმოტვირთვა.
თავად ჰაკერების თქმით, მათ ხელთ აქვთ უამრავი ცნობილი ადამიანის ისტორია და ოპერაციის დროს გადაღებული გენიტალიები, რომელთა შორის ერთ-ერთია სამეფო ოჯახის წევრის ფოტოც. ისინი ეტაპობრივად აპირებენ ფოტოების სოციალური ქსელით გავრცელებას.
კლინიკის ადმინისტრაცია პოლიციასთან თანამშრომლობს, რომელმაც საქმე აღძრა კიბერ დამნაშავეების წინააღმდეგ.
რაც შეეხება ამ კონკრეტულ ფოტოს, ჰაკერები ირმწუნებიან, რომ ის ერთ-ერთ ვარსკვლავს ეკუთვნის, თუმცა მისი ვინაობის დასახელებისგან დროებთ თავს იკავებენ.
კომენტარი