გერმანიის ელჩს ხიდაშელმა მშობლიური დროშა უკუღმა დაახვედრა - რას ამბობს უწყება?
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ახალ ელჩს ბეტინა კადენბახს საქართველოს თავდაცვის უწყებაში მშობლიური დროშა ამოტრიალებული დაახვედრეს.
ფოტომ, რომელიც უწყებამ გაავრცელა ინტერნეტსივრცე ააფეთქა. სახალხო ქილიკის შემდეგ, თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური "ფეისბუქ გვერდიდან" ზემოთხსენებული ფოტოც და შეხვედრის ამსახველი ვიდომასალაც წაიშალა.
„პრესა.ჯი“ თავადცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს იმედა დარსალიას დაუკავშირდა, რომელმაც მომხდარს „ძალიან სამწუხარო შეცდომა უწოდა“.
იმედა დარსალია: „რა კომენტარი უნდა გავაკეთო ამ სამწუხარო ფაქტთან დაკავშირებით? მე შეხვედრაზე ვიყავი, როცა ამ არასასიამოვნო ფაქტის შესახებ შემატყობინეს. ლოგიკურია, რომ შეხვედრის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა ავიღეთ ოფიციალური გვერდიდან. ვწუხვარ რომ პროტოკოლში მსგავსი გაუთვალისწინებელი და სამწუხარო ფატქი მოხდა“.
მაისურსა და „ბალეტკებში“ გამოწყობილმა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თინათინ ხიდაშელმა დღეს საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ახალ ელჩს ოფიციალურად „უკუღმა“ უმასპინძლა.
შეხვედრაზე, გერმანიასა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები, გერმანიის ამოტრიალებული დროშის ფონზე განიხილეს.
ოფიციალური შეხვედრისათვის შეუსაბამოდ ჩაცმულმა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჩვენი ქვეყნის მიმართ გერმანიის მხარდაჭერაზე ისაუბრა.
"შეგვიძლია თამამად ვთქვათ, გერმანია აშშ-თან ერთად, ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია იქიდან გამომდინარე, რომ ნატოს პაკეტის განხორციელების გუნდის ხელმძღვანელი, სწორედ გერმანელია.
გერმანული მხარე მონაწილეობს პრაქტიკულად ყველა მიმართულებაში. ძალიან დიდია მისი როლი თავდაცვის სამინისტროს ტრანსფორმაციისა და ნატოს სტანდარტებთან მიახლოების საქმეში.
შესაბამისად, ამ ურთიერთობის დაწყება ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია. ყველა პრობლემა გავაცანით ელჩს, რასთანაც მოგვიწევს გამკლავება შემდეგი ერთი წლის განმავლობაში", - განაცხადა ამოტრიალებული გერმანიის დროშის ფონზე, თინათინ ხიდაშელმა.
კომენტარი