სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"მაჩვენებენ ვიღაცის კადრებს, ვიღაცა დარბის, ჩემი შვილი კადრებში ვერ დავინახე"

გოგა ძველაიას მამამ სასჯელაღსრულების სამინისტრო პროტესტის ნიშნად დატოვა. უწყებაში დავით ძველაია ქუთაისის #2 საყრობილეში მისი შვილის ერთ დღიანი პატიმრობის ამსახველი ვიდეოს სანახავად მივიდა. როგორც დავით ძველაიამ განაცხადა მან კადრებში საკუთარი შვილი ვერ ამოიცნო.

"მაჩვენებენ ვიღაცის კადრებს, ვიღაცა დარბის, ჩემი შვილი კადრებში ვერ დავინახე, ფირებზე სხვა არის აღბეჭდილი", - განაცხადა დავით ძველაიამ

საწინააღმდეგოს აცხადებს ოჯახის ადვოკარი. ლედი ტუკვაძე ამბობს , რომ მან გოგა ძველაია

"გარკვეული პროცენტული რაოდენობით" ამოიცნო.

მას შემდეგ რაც გოგა ძველაიას მამამ დარბაზი დატოვა ვიდეო-ჩვენება შეწყდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100