ძველაიას საქმეზე ფსიქოლოგების სკანდალური დასკვნა - ოჯახი კამერიდან ამოღებული ფირების სანახავად ემზადება
ქუთაისის საპყრობილეში გარდაცვლილი 16 წლის გოგა ძველაიას ოჯახი პატიმრის გარდაცვალების დღეს საკანში დამონტაჟებული სამეთვალყურეო კამერიდან ამოღებული ფირების სანახავად ემზადება.
გაზეთ „პრაიმ ტაიმის“ ინფორმაციით სამეგრელოს გუბერნატორი, თენგიზ გუნავა კი ამ ფირების საზღვარგარეთ, ექსპერტიზაზე გაგზავნას აპირებს. პარალელურად კი გარდაცვლილის ფსიქიატრიული კვლევის დასკვნა ხდება ცნობილი, სადაც ნათქვამია, რომ ის ავლენდა ფიზიკურ აგრესიას მშობლების მიმართ, ყელში წახრჩობის მცდელობით, გადაისერა ხელები ბასრი საგნით, ცეცხლი წაუკიდა ბიძის სახლს და ბოლო დროს უჩიოდა თავის ტკივილებს. ძველაიამ მკურნალობა 2012 წლის დეკემბერში ჩაიტარა. ძველაიას დედის განცხადებით, გარდაცვლილი მეოთხე კლასში სწავლის დროს ავარიაში მოყვა, იმ პერიოდში „არეული“ ბავშვი იყო, მაგრამ მთლად ამ დონეზე არა. ძველაიას მამის ინფორმაციით კი ფირების ექსპერტიზა საზღვარგარეთ საკამოდ ძვირი ჯდება, მაგრამ მიხეილ სააკაშვილმა გუნავას დაავალა, რომ რასაც ოჯახი მოითხოვდა ყველაფერი გაეკეთებინა.-„თუ საჭირო იქნა საზღვარგარეთის ექსპერტსაც ჩავრთავო, აგერ არის ბატონო გუნავა, აგერ ვარ მეც“ აცხადებს დავით ძველაია.
„პრაიმ თაიმის“ ამ ინფორმაციას ფსიქოლოგების დასკვნასთან დაკავშირებით პრესა. ჯი-თან საუბარში, სრულიად უარყობს გოგა ძველაიას მამა და ამბობს რომ მისის შვილი აგრესიული არ ყოფილა და თვითდაზიანებებსაც არასოდეს მიმართავდა.
კომენტარი