ხელოვნური მოგონებები - მეცნიერების ახალი მიღწევა
მეცნიერების მორიგი მიღწევა, ხელოვნური მოგონებები ტვინში. აღნიშნული გამოგონება აშშ-ს შტატ მასაჩუსეთსის ტექნიკური ინსტიტუტის მეცნიერებს ეკუთვნით. ცდები უკვე წარმატებით ჩატარდა თაგვებზე.
„ტექნოლოგია დაფუძნებულია ტვინის ინფორმაციულ ზონაში დამატებითი ინფორმაციის შეყვანაში. საუბარია ტვინის იმ ნაწილზე, რომელიც ინახავს ინფორმაციას წარსულზე. ამ დროს ხდება სინათლის სიგნალების მეშვეობით მეხსიერების ატივიზაციის უახლესი მეთოდის გამოყენება და ტვინში წარსულის პოზიტიური მოგონებების გაღვიძება, რის შემდეგაც ელექტრონული შოკით მოგონებებში ცვლილებები შევიტანეთ. ცდის შედეგად თაქგვებს გაუჩნდათ შიში იმ საგნების მიმართ რაც ცდის ჩატარებამდე მათში სასიამოვნო შეგრძნებებს იწვევდა“ - ნათქვამია მეცნიერთა განცხადებაში
„მართალია ცდები ჯერ მხოლოდ თაგვებზე ჩავატარეთ, მაგრამ დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფიქტიური მოგონებები ისეთივე რეალურია, როგრც ნამდვილი.“ - აცხადებენ მეცნიერები
კომენტარი