ადვოკატი გიორგი ონიანი სასამართლომ დამნაშავედ სცნო და სხდომის დასრულების შემდეგ დარბაზშივე დააკავეს
ადვოკატი გიორგი ონიანი სასამართლომ დამნაშავედ სცნო. ის სასამართლომ 4-ვე წარდგენილ ბრალში დამნაშავედ ცნო და ჯამში, 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენის გამოცხადების შემდეგ ონიანი სასამართლოს დარბაზშივე დააკავეს.
გიორგი ონიანს ბრალი რამდენიმე მუხლით ჰქონდა წაყენებული, მათ შორის უკანონო დაკავების, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის ბრალდებით.
პროკურატურა მას შსს-ში მუშაობის პერიოდში დანაშაულის ორ ეპიზოდს ედავებოდა. გამოძიების ინფორმაციით, ერთ შემთხვევაში გიორგი ონიანმა 2011 წელს "ქართული ოცნების" ლოგოიანი მაისურების დამზადებისთვის "დაო პრინტის" მენეჯერი დავით შათირიშვილი უკანონოდ დააკავა და ნარკოტიკული საშუალების ჩადებით, მას ნარკოდანაშაულისთვის ბრალი წაუყენა. გამოძიების ინფორმაციით, ამავე სცენარით მოხდა ასევე "ქართული ოცნების" კიდევ ერთი მხარდამჭერის ლევან მდინარაძის, მეტსახელად დიჯეი რემბოს დაკავებაც. ონიანს ორივე ეპიზოდთან დაკავშირებით აღკვეთის ღონოსძიების სახით გირაო ჰქონდა შეფარდებული.
კომენტარი