სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კიევში ეკა წამალაშვილის წიგნის "დამოუკიდებლობის გაკვეთილების" პრეზენტაცია გაიმართა

არასამთავრობო ორგანიზაცია აღმოსავლეთ ევროპის რეფორმების ცენტრის(EERC) ორგანიზებით, სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკასთან ერთად, კიევში გაიმართა ჟურნალისტ ეკა წამალაშვილის წიგნის "დამოუკიდებლობის გაკვეთილების" პრეზენტაცია.

წიგნი ახლახან გამოსცა სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკამ. წიგნის პრეზენტაციასთან ერთად კიევის გალერეა KZ art room-ში შედგა ეკა წამალაშვილის ნახატების გამოფენა.

ეკას ერთ-ერთი ნახატი გამოყენებულია წიგნის გარეკანზე. "დამოუკიდებლობის გაკვეთილების" პირველი წიგნი მკითხველს უკრაინაშიც შეხვდა. ქართული დიასპორის წარმომადგენლბს უკვე აქვთ შესაძლებლობა გაეცნონ გამოცმას, რომელიც დეტალურად აღწერს საქართველოს ბრძოლას დამოუკიდებლობისთვის საბჭოთა კავშირის რღვევის დაწყებიდან.

პირველი წიგნი მოიცავს 1986-91 წლებს. აქ მკითხველი გაიხსენებს იმასაც, როგორი თანადგომა გამოუცხადა უკრაინელმა ხალხმა საქართველოს 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ. პრეზენტაციაზე წიგნი თავად ეკა წამალაშვილმა წარადგინა. მისი ქმით წიგნის ავტორი საქართველოა, რადგან ის მხოლოდ ფაქტებს ასახავს.

წიგნის მნიშვნელობაზე და ქართულ-უკრაინული მეგობრობის შესახებ ისაუბრა უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილე გია გეწაძემ, რომელიც "დამუკიდებლობის გაკვეთილების" უკრაინაში ქართული დიასპორისათვის გაცნობის ინიციატორი იყო.

ღონისძიებას ქართულ დიასპორასთან ერთად უკრაინის ხელისუფლების და უკრაინაში აკრედიტირბული დიპკორპუსის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100