30 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
30 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი – თუ თქვენი მიზანი მაღალანაზღაურებადი სამსახურის პოვნაა, დღის პირველ ნახევარში ორმაგი ძალისხმევა გმართებთ. სწორედ ამ დროს შეფასდება თქვენი ცოდნა. საღამოს ზედმეტი დმაოუკიდებლობისა და თავისუფლების სურვილი გაგიჩნდებათ.
კურო – დღის პირველი ნახევარი სასიყვარულო ურთიერთობების, შემოქმედებითი საქმიანობისა და დასვენებისთვისაა ხელსაყრელი. პასუხს ყველა შეკითხვაზე მიიღებთ. დღის მეორე ნახევარში მშვიდ გარემოში დიალოგი და დათმობებზე წასვლა მოგიწევთ.
ტყუპები – დილით, საოჯახო და პირადი პრობლემები მოუგვარებელი არ მოგეჩვენებათ. სიმშვიდის მოპოვებაში პარტნიორი დაგეხმარებათ. ასევე აღმოფხვრით ფინანსურ პრობლემებს. საღამოს მოულოდნელად სტუმრად წახვალთ.
კირჩხიბი – დღის პირველ ნახევარში ხანმოკლე მგზავრობა გელოდებათ, რომლის დროსაც მეგობარს ან ნათესავს შეხვდებით. დღის ბოლოს ოჯახური კონფლიქტია მოსალოდნელი.
ლომი – დღის პირველ ნახევარში ფინანსური საკითხების გადაჭრა მოგიხდებათ. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, დიდი ალბათობაა, რომ ამ დღეებში ფიზიკურად დაშავდეთ. საღამოს დრო მეგობრებს და მეორე ნახევარს დაუთმეთ.
ქალწული – დღეს განვითარებული მოვლენები პოზიტიურ განწყობას გპირდებიან. დაასრულებთ ადრე წამოწყებულ საქმეს, თუმცა, დიდი ძალისხმევის შედეგად. გაგიჩნდებათ ახალი გეგმები სწავლსათან და მოგზაურობასთან დაკავშირებით.
სასწორი – წარმატებული დღე გელოდებათ. თქვენს უსაფრთხოებაზე საიმედო ადამიანი იზრუნებს. შესაძლოა, გაიზარდოს დამხმარეებისა და გულშემატკივრების რიცხვი.
მორიელი – შესრულებული სამუშაოსათვის წახალისება გელოდებათ, ეს შეიძლება გამოიხატოს როგორც სიტყვიერ შექებაში, ასევე მატერიალურ სარგებელში. თუ მარტოს არ გიწევდათ მუშაობა, არ დაივიწყოთ დამხმარეები. საღამოს მეორე ნახევრისადმი ინტერესი გაიზრდება.
მშვილდოსანი – დღის პირველ ნახევარშიპროფესიულ საქმიანობაში დაბრკოლებები გელოდებათ. სირთულის გადალახვას უბრალო დამთხვევისა და შრომის წყალობით შეძლებთ. არ გაგიკვირდეთ, თუ გარშემომყოფებს თქვენი შეშურდებათ.
თხის რქა – დღე გავლენიან ადამიანთან ურთიერთობით დაიწყება. მიიღებთ პრაქტიკულ ცოდნას. კარგი დღეა სწავლისა და სამეცნიერო საქმიანობისათვის. საღამოს მეგობრებთან პრობლემების მოგვარება მოგიწევთ.
მერწყული – დღის განმავლობაში დადებითი განწყობა გექნებათ. ყველა სიტუაციის გაკონტროლებას ვერ მოახერხებთ. გაგიჩნდებათ ახალი მოვალეობები და პასუხისმგებლობები, როგორც ღირსეული, ასევე შრომატევადი.
თევზები – დღის პირველ ნახევარში მოვლენები თქვენს სასარგებლოდ განვითარდება. ნებისმიერი სიტუაციიდან სარგებელს ნახავთ. საღამოს, ვარსკვლავები მეორე ნახევრზე სერიოზულ ფიქრს გირჩევენ.
კომენტარი