სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ანაკლიის პორტის მშენებლობით დაინტერესებული უცხოელი ინვესტორები ანაკლიას ეწვევნენ

ანაკლიის პორტის მშენებლობით დაინტერესებული უმსხვილესი ჩინური პორტ-ოპერატორის, „ჩინდაო პორტ ინტერნეიშენალის“, წარმომადგენლები დღეს ანაკლიაში ჩავიდნენ და ტერიტორია დაათვალიერეს.

ქართველ და უცხოელ ინვესტორებთან ერთად, ანაკლიის ტერიტორიის დათვალიერებაში მონაწილეობა მიიღეს ჩინეთის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, Mr. Yue Bin-მა და მისმა ეკონომიკურმა ატაშემ, Mr. Liu Bo-მ. ინვესტორები პორტის შესაძლებლობებს ადგილზე გაეცნენ და ანაკლიის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.

„ჩინდაო პორტ ინტერნეიშენალი“ (Qingdao Port International Ltd.) - ჩინეთის ქალაქ ჩინდაოს უმხვილესი პორტ-ოპერატორია, რომელიც გამოთქვამს დაინტერესებას, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ერთად, მონაწილეობა მიიღოს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტში.

საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობისა და განვითარების პროექტზე ინტერესთა გამოხატვის შესახებ მოწვევა გასული წლის აგვისტოში გამოაცხადა. პროექტთან დაკავშირებით ინტერესი ოფიციალურად გამოხატა თორმეტმა საერთაშრისო და ადგილობრივმა კომპანიამ, რომელთაგან, სამთავრობო კომისიის გადწყვეტილებით, 7 შევიდა ე.წ. ,,მოკლე სიაში”. ტენდერში მონაწილე 7 კომპანიიდან ერთ-ერთია სწორედ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“, რომელიც წარმოდგენილია ორი კომპანიით „თიბისი ჰოლდინგითა“ და „კონტი ჯგუფით“. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დაფინანსების მოძიების მიმართულებით Barclays Bank- თანაც თანამშრომლობს.

წინასწარი გათვლებით, პორტის მაქსიმალური გამტარუნარიანობა, მთავრობის გათვლებით, 100 მლნ ტონა იქნება. თუმცა შვიდ ეტაპად გაწერილი მშენებლობის პირველი სამი ეტაპი, მშენებლობის დაწყებიდან 12 წლის ვადაში არანაკლებ 40 მლნ ტონა ტვირთის გამტარუნარიანობას უზრუნველყოფს (მესამე წელს - 7 მლნ ტონა, მეშვიდე წელს - 20 მლნ ტონა და მეთორმეტე წელს არანაკლებ 40 მლნ ტონა).

პორტის გარდა, ანაკლიაში დაგეგმილია ლოგისტიკური და სამრეწველო ზონის განვითარება, აგრეთვე საერთაშორისო აეროპორტისა და თხევადი გაზის ტერმინალის მშენებლობა. გეგმის მიხედვით პორტის მშენებლობა 2016 წელს უნდა დაიწყოს.

საქართველოში საქმიანი ვიზიტის ფარგლებში, „ჩინდაო პორტ ინტერნეიშენალისა“ და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ წარმომადგენლები შეხვდნენ ეკონომიკის მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს და ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

„თიბისი ჰოლდინგი“ უმსხვილესი საინვესტიციო ბიზნეს-ჯგუფია საქართველოში, რომელიც ქართველმა ბიზნზესმენმა მამუკა ხაზარაძემ პარტნიორებთან ერთად დააფუძნა. „თიბისი ჰოლდინგს“ განხორციელებული აქვს არაერთი ინვესტიცია ფინანსურ, უძრავი ქონებისა და სავაჭრო-სასაქონლო ბიზნესში. კომპანიის მიზანია, ისეთ ბიზნესებში ინვესტირება, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას და სოციალურ კეთლდღეობას შეუწყობს ხელს.

„კონტი ჯგუფი“( www.conticorp.com ) ამერიკული საინვესტიციო კომპანიაა წარმატების 100 წლიანი ისტორიით. ის არის გლობალური დეველოპერი, უმსხვილესი ინსუსტრიული და ინფრასტრუქტურული პროექტების ავტორი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. „კონტი ჯგუფი“ კურტ კონტის, ამერიკელი ბიზნესმენის ოჯახური ბიზნესია, რომელიც ცნობილია მშენებლობის „ოქროს სტანდარტით“ . პორტების მშენებლობაში „კონტი ჯგუფს“ 15 წლიანი გამოცდილება აქვს.

„ჩინდაო პორტ ინტერნეიშენალი“ 1892 წელს დაფუძნდა. ის არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალეფექტური პორტის ოპერატორი ჩინეთში, რომელიც მუშაობს სხვადსხვა ტიპის ტვირთებზე. ჩინდაოს პორტი მსოფლიოში მეშვიდე ადგილზეა (17 მილიონი TEU 2014 წელს) ტვირთების გამტარუნარიანობის თვალსაზრისით. “ჩინდაო პორტ ინტერნეიშნალი” ანაკლიის გავლით ჩინეთიდან აბრეშუმის გზაზე ვაჭრობის ახალ შესაძლებლობას შექმნის, რომელიც საქართველოს ეკონომიკის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100