სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თბილისში ქმარმა ცოლი მოკლა და თავი მოიკლა - რა მოხდა ვაკეში?

თბილისში, რადიანის ქუჩაზე მდებარე ბინაში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული ცოლ-ქმარი იპოვეს. გარდაცვლილები არიან 53 წლის ნიკოლოზ მახაშვილი და 40 წლის მანანა ზუბიაშვილი. მანანა ზუბიაშვილი რადიო „ფორტუნას“ თანამშრომელი იყო.

როგორც „პრესა.ჯი“-ს რადიო „ფორტუნას“ ერთ-ერთმა თანამშრომელმა განუცხადა, მანანა ზუბიაშვილი მათთან მარკეტინგის სამსახურში მუშაობდა.“

ზუბიაშვილს თანამშრომელი დადებით პიროვნებად ახასიათებს და ამბობს, რომ მას შეძლებული ოჯახი ჰქონდა და რაიმე განსაკუთრებული პრობლემა არ ჰქონია.

ამასთან, თანაშრომლები ეჭვობენ, რომ 53 წლის მამაკაცმა საკუთარი მეუღლე თვითონ მოკლა.

გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ზურაბ გვენეტაძემ. გვენეტაძის ინფორმაციით, ადგილი ჰქონდა ქმრის მიერ ცოლის მოკვლას, რომლის შემდეგაც მახაშვილმა თავი მოიკლა.

შესაძლოა თუ არა ყოფილიყო მკვლელობის მოტივი ეჭვიანობა? რადიო „ფორტუნას“ თანამშრომელი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ თანამშრომლებმა არაფერი იციან და არც არასდროს შეუმჩნევიათ, რომ მანანა ზუბიაშვილს მსგავსი ოჯახური პრობლემა ჰქონოდა. საქმეზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100