სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"მიზნის მისაღწევად, მოგვიწევს მოქმედება, მობილიზება და სახალხო პროტესტი" - ენმ-ს აქცია წალენჯიხაში

ნაციონალური მოძრაობის უწყვეტი აქციები გრძელდება - "თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს" - ამ მოთხოვნით დღეს პარტიის ლიდერები და მხარდამჭერები წალენჯიხაში ჩავიდნენ.

ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ახალი თავმჯდომარე და მისი მხარდამჭერები დარწმუნებულები არიან რომ ყოველდღიური ლოკალური აქციები იმუშავეს და ხელისუფლებას სააკაშვილის სამკურნალოდ საზვღვარგარეთ გაყვანის გარდა სხვა გზა არ დარჩება.

ლევან ხაბეიშვილის თქმით, საბოლოოდ ყველა აქცია თავს დედაქალაქში მოიყრის.

წალენჯიხა ერთსულოვანია ამ მოძრაობაში და იქნება ბრძოლის ავანგარდში, ისევე, როგორც მრავალი წელია არის ისტორიულად - მადლობა თითოეულ წალენჯიხელს
ჩვენი მიზნის მისაღწევად, მოგვიწევს მოქმედება, მობილიზება და სახალხო პროტესტი, რომელმაც უნდა დაამთავროს ამ ქვეყნის გარუსება!" - მიმართა მხარდამჭერებს ხებეიშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100