ვაკეში ცეცხლალსროლი იარაღით მამაკაცი დაჭრეს
ვაკეში, მცხეთის ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს. მას ცეცხლნასროლი ჭრილობა ფეხის არეში აქვს მიყენებული. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.
მეზობლების განცხადებით, მათ მხოლოდ გასროლის ხმა გაიგეს და მანამდე არანაირი ჩხუბი არ ყოფილა. როგორც მცხეთის ქუჩაზე მცხოვრებმა ერთ-ერთმა ქალბატონმა განაცხადა, მამაკაცი ორივე მუხლის არეშია დაჭრილი.
„რომ გამოვედი, უკვე ძირს ეგდო. ერთი ან ორი გასროლის ხმა გავიგეთ. არანაირი ჩხუბი არ ყოფილა. მეზობელი გამოვიდა და იმის ხმაზე გამოვედით ჩვენც. დაჭრილი ჩვენი მეზობელია, მე მას არ ვიცნობ. ორივე მუხლის არეშია დაჭრილი. ამ ქუჩაზე ცხოვრობს, თუმცა, როგორც ვიცი, ახალი გადმოსულია“ - განაცხადა მცხეთის ქუჩის ერთ-ერთმა მცხოვრებმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 236-ე და 117-ე მუხლებით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებასა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
კომენტარი