თბილისში ნიღბიანმა შეიარაღებულებმა "ლუკოილის" სადგური დააყაჩაღეს
გუშინ, გვიან ღამით ორმა უცნობმა ნიღბიანმა, შეიარაღებულმა პირმა თბილისში, აღმაშენებლის ხეივნის მე-8 კილომეტრზე მდებარე “ლუკოილის” ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღა. თავდამსხმელებმა სადგურის თანამშრომლებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და სალაროდან თანხა გაიტაცეს. შემთხვევის ადგილზე მუშაობდნენ კრიმინალისტები, მიმდინარეობს გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეოთვალის ჩანაწერების შესწავლა. შეგახსენებთ, ორი დღის წინ ანალოგიური თავდასხმა მოხდა ქარელში მდებარე “გალფის” ბენზინგასამართ სადგურზე, სადაც თანამშრომლებს ოთხი ნიღბიანი, ავტომატებით შეიარაღებული პირი დაესხა თავს და 27 ათaსი ლარი გაიტაცა.
კომენტარი