სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს მთავარ პროკურატურაში პატიმრების წამებაში ეჭვმიტანილ პირთა დაკითხვა მიმდინარეობს

საქართველოს მთავარ პროკურატურაში გლდანის მერვე საპყრობილისა და ასევე სასჯელაღსრულების დაწესებულების ცხრა თანამშრომელი საპატრულო პოლიციამ რამდენიმე წუთის წინ მიიყვანა.

როგორც ცნობილია მათი დაკითხვა მოწმის სტატუსით მიმდინარეობს, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ დაკითხვის ფარგლებში გარკვეულ ინფორმაციას ნათელი მოეფინოს და გამოიკვეთოს რომელიმე მათგანის ბრალეულობა ან ცნობილი გახდეს კიდევ რამდენიმე დამნაშავის ვინაობა.

ამ დროისათვის დაკითხვის მსვლელობასთან დაკავშირებით კონკრეტული ინფორმაცია არ არის ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ პატიმრების წამების ბრალდებით დღეს კიდევ ერთი პირი დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებული კობა ჩიკვატიაა, რომელიც არასრულწლოვანთა განყოფილების ინსპექტორი იყო.

ჩიკვატიას პროკურატურის მოთხოვნით, ბრალი დღესვე წაუყენეს.

„გამოძიებისთვის ამ ეტაპზე ცნობილია, რომ ბედუკაძე-ფურცხვანიძის დანაშაულებრივი ჯგუფი მესამე პირებთან კონტაქტს ახორციელებდა თამაზ თამაზაშვილისა და თამაზ ელიზბარაშვილის მეშვეობით. გამოძიება გრძელდება და ვცდილობთ კიდევ უფრო მეტი მტკიცებულება მოვიპოვოთ“,- განაცხადა მთავარმა პროკურორმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100