SLAMRAAM–ი ექსტრემალური შემთხვევებისთვის
აშშ–ს არმიის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ექსტრემალური შემთხვევბისთვის შეინახოს საზენიტო–სარაკეტო კომპლექს SLAMRAAM–ის გარკვეული რაოდენობა. აღსანიშნავია, რომ SLAMRAAM–ის სერიული წარმოება ჯერ კიდევ არ დაწყებულიყო, რომ პროგრამა 2011 წლის 6 იანვარს დაიხურა.
ამ საზენიტო–სარაკეტო სისტემებს ამერიკული კომპანია Raytheon ქმნის. რამდენიმე მათგანი შეიქმნა ჯავშანმანქანა HMMWV–ის ბაზაზე. გამოსაცდელად გადაეცათ სამხედროებს, მაგრამ აშშ–ს არმიამ პროექტის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. მიზეზად, სამხედრო სფეროზე თანხების შეზღუდვა დაასახელა. 2010 წლის ბოლოსთვის, აშშ–ს გვარდიამ პენტაგონს მიმართა თხოვნით, რომ შეენარჩუნებინათ SLAMRAAM–ი, რადგან მას უნდა ჩაენაცვლებინა მოძველებული AN/TPQ-1 Avenger.
ამის მიუხედავად, აშშ–ს არმიის ხელმძღვანელობამ მაინც მიიღო პროექტის დაფინანსების შეზღუდვის გადაწყვეტილება. საინტერესოა ის ფაქტი, რომ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, აშშ–ს არმია არ შეიძენს სერიულ კომპლექსებს, მაგრამ გააგრძელებს პროგრამის დაფინანსებას 2012 წლამდე, რათა დასრულდეს უკვე დაწყებული პროგრამა. ამჟამად, Raytheon–ი SLAMRAAM–ის მოდერნიზებულ ვარიანტს ქმნის, ინდექსით EX.
კომენტარი