სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მაიდანზე დაღუპული 21 წლის მედდის ტრაგიკული ისტორია

ცხოვრება მაიდნამდე და მაიდანზე

21 წლის იყო, ტერმოპოლში ცხოვრობდა. დედისერთა გოგონას სახლში ათამამებდნენ. ბავშვობაში სულ ექიმობანას თამაშობდა.. ჩაალაგებდა მწკრივში თოჯინებს და ,,მკურნალობდა“.. ამიტომ არავის გაკვირვებია, როცა გაიზარდა და მედდა გამოვიდა.. მერე მუშაობა დაიწყო და ყოველ დღე 250 კილომეტრს გადიოდა სამსახურში მისასვლელად.

ხალისიანი იყო და მართლა ყველას უყვარდა. ერთ დღესაც კიევი ცეცხლში გაეხვია და ისიც ვერ დააკავეს. წავიდა იქ, სადაც არყოფნა არ შეეძლო. მაიდანზე ავტობუსით მივიდა, 18 მგზავრში მარტო ის იყო ქალი… მერე ყველგან ჩნდებოდა, სადაც ეძახდნენ და არ ეძახდნენ,- მაგრამ გრძნობდა, რომ საჭირო იყო. ეს ახარებდა და აძლიერებდა. ერთხელ ტანისამოსიც დაეწვა – მის სიახლოვეს ყუმბარაც გავარდა. ძლივს გადარჩა, ეგონათ, ახლა მაინც დაფრთხებოდა და შეეშინდებოდა… დედა ყოველ დღე ემუდარებოდა: ჩამოდი, მინდა ცოცხალი გნახოო. მასზე ბევრმა გაიგო, ჟურნალისტი საშა სოტნიკი ყველგან ეძებდა, ერთხელაც დაუკავშირდა და ინტერვიუ სთხოვა, ალესიას პასუხი მოკლე იყო: ო.კ. მაგრამ ინტერვიუ არ შედგა….

იმ დღესაც ისე იყო, როგორც სამი თვის მანძილზე: ევრომაიდანზე დაჭრილებს ეძებდა და ეხმარებოდა… სნაიპერმაც სწორედ ის ამოიღო მიზანში, ყელში დაიჭრა.. მობილურიდან ტვიტერზე ორი სიტყვა გააგზავნა: ,,მე ვკვდები!“… მაგრამ მაშინ არ მომკვდარა, არც შეშინებია, – უბრალოდ სიკვდილს მიახალა ასე!… მერე ხელოვნური სუნთქვის აპარატს მიაერთეს და მის გადასარჩენად ყველა ლოცულობდა… რამდენიმე დღეში დედის წინათგრძნობაც ახდა.. საავადმყოფოში გარდაიცვალა… მისი სიკვდილი ხელახლა დაბადებას ჰგავს, რადგან ბრძოლა გრძელდება!…

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100