სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს ბანკის აქტივებისა და დაგროვილი ქონების მართვის მიმართულება IFM-მა უკვე მეორედ ცნო საქართველოში საუკეთესოდ

თბილისი, 24 ოქტომბერი, 2016 - საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, განაცხადა, ბანკის დაგროვილი ქონების მართვის მიმართულებისთვის International Finance Magazine (IFM) -ის ჯილდოს მინიჭების თაობაზე. ხსენებული ჯილდო საქართველოს ბანკის დაგროვილი ქონების მართვის მიმართულებას მეორედ გადაეცა, როგორც ამ მომსახურების საუკეთესო მიმწოდებელს საქართველოში.

IFM -ის დაჯილდოება აღნიშნავს კომპანიის იმ მიღწევებს, რომლებიც მომხმარებელს გამორჩეულ მომსახურებას სთავაზობს, ასევე ქმნის მნიშვნელოვან დამატებით ღირებულებას და გამოირჩევა ინოვაციითა და შედეგებით. ჯილდოს მინიჭებისას, ყურადღება ექცევა ისეთ პარამეტრებს, როგორებიცაა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და კორპორაციული მართვის მაღალი სტანდარტების დაცვა.

„მოხარული ვარ, რომ საქართველოს ბანკის დაგროვილი ქონების მართვის მიმართულება საქართველოში საუკეთესოდ უკვე მეორედ დასახელდა. აღნიშნული ჯილდო ბანკმა 2014 წელსაც მიიღო. საქართველოს ბანკის დაგროვილი ქონების მართვის მიმართულება ემსახურება როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ მომხმარებლებს, როგორც თბილისში ასევე, ლონდონში, ბუდაპეშტსა და თელ ავივში და ამ მომსახურებას ბაზარზე არაერთი უპირატესობა გამოარჩევს. მინდა მივულოცო ბანკის დაგროვილი ქონების მართვის მიმართულების თანამშრომლებს კიდევ ერთი წარმატება„ განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.bankofgeorgia.ge

###

„საქართველოს ბანკის“ შესახებ:

„საქართველოს ბანკი“ ქვეყნის წამყვანი ბანკია მთლიანი აქტივების (საბაზრო წილი 33.5%), მთლიანი სესხებისა (საბაზრო წილი 32.1%) და კლიენტთა დეპოზიტების (საბაზრო წილი 31.8%) მიხედვით (2016 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, ბანკების მიერ ეროვნული ბანკისთვის მიწოდებული ფინანსური ინფორმაციის საფუძველზე). „საქართველოს ბანკი“ მის კლიენტებს სთავაზობს კორპორაციული და საცალო საბანკო, ინვესტიციების მართვის, ასევე ქონებისა და სიცოცხლის დაზღვევის მომსახურების ფართო სპექტრს. 2016 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, „საქართველოს ბანკი“ ემსახურებოდა დაახლოებით 2 მილიონი კლიენტის ანგარიშს 273 სერვისცენტრის, 763 ბანკომატისა და 2,681 გადახდის აპარატისგან შემდგარი ქსელის, ასევე დისტანციური საბანკო მომსახურების პლატფორმისა და თანამედროვე სატელეფონო ცენტრის მეშვეობით. სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: www.bog.ge

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100