"მიყვარხარ 30 წელია..." - ვის მიუძღვნა სასიყვარულო ბალადა "ბალენსიაგას" შოუზე დემნა გვასალიამ?
"ბალენსიაგას" ქართველმა კრეატიულმა დირექტორმა, დემნა გვასალიამ 6 ივლისს პარიზში "ოტ კუტიურ" კოლექციის ჩვენება გამართა. დემნასთვის მაღალ მოდაში ეს მეორე კოლექცია იყო. დიზაინერის ამ შოუსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. კოლექცია წარადგინეს ისეთმა ვარსკვლავებმა, როგორებიც არიან ნიკოლ კიდმანი, ნაომი კემპბელი, ბელა ჰადიდი, დუა ლიპა, კიმ კარდაშიანი და სხვები. მოდელები დრამატული მუსიკის ფონზე გამოვიდნენ, თუმცა მუსიკის დაწყებამდე გაისმა სასიყვარულო ბალადა ფრანგულ ენაზე.
კომენტარი