სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გათბობა-გაგრილების კომპანია ცელსიუსი

ცელსიუსიარის წამყვანი გათბობის და გაგრილების კომპანია, რომელიც სპეციალიზირებულია ხარისხიანი და ხელმისაწვდომი გათბობის საშუალებებით ქართულ ბაზარზე მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.

თანამედროვე, მაღალტექნოლოგიურ და ენერგოეფექტურ პროდუქტებზე ფოკუსირებულიცელსიუსი“- მიზანია მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გახადოს უახლესი ევროპული გათბობისა და გაგრილების სისტემები.

2020 წელს ქართულ ბაზარზე შემოსვლის შემდეგ, კომპანიამ სწრაფად მოიპოვა აღიარება და დაიმკვიდრა ადგილი. კომპანიამ გახსნა მაღაზიები როგორც თბილისში ასევე თელავში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლისთვის კომფორტულ წვდომას მთელი ქვეყნის მასშტაბით. პანდემიის დროსაც კი, ცელსიუსმა შეინარჩუნა კლიენტების კმაყოფილება დისტანციური სერვისების შეთავაზებით და ყოველმხრივი მხარდაჭერით.

ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ გთავაზობთ მაღალი ხარისხის გათბობისა და გაგრილების სისტემებს, რომლებმაც გაუძლეს დროს. როგორც ცნობილი იტალიური ბრენდის "Ariston"-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, „ცელსიუსიმომხმარებელს გარანტირებულ ხარისხისა და კომფორტს სთავაზობს. ცელსიუსის მაღაზიებში ხელმისაწვდომი პროდუქციის ფართო ასორტიმენტში მომხმარებლებს შეუძლიათ იპოვონ სრულყოფილი გათბობისა და გაგრილების სისტემა მათი საჭიროებების შესაბამისად.

როგორ შევარჩიოთ გათბობის ქვაბი

ცენტრალური გათბობის ქვაბის არჩევისთვის საჭიროა ყურადღება მივაქციოთ რამდენიმე ფაქტორს. ქვემოთ ვისაუბრებთ რამდენიმე ფაქტორზე, რომელთა გათვალისწინებაც დაგეხმარებათ სწორი არჩევანის გაკეთებაში.

  • . განსაზღვრეთ თქვენი მოთხოვნები - გაზომეთ თქვენი ფართობი, რისთვისაც გინდათ გათბობის სისტემა, გაითვალისწინეთ ოთახების რაოდენობა და იზოლაციის დონე. ეს ფაქტორები დაგეხმარებათ განსაზღვროთ გათბობის სიმძლავრე, რომელიც საჭიროა თქვენთვის სასურველი გათბობის ქვაბისთვის.

  • . ენერგო ეფექტურობა - შეარჩიეთ გათბობის ქვაბი მაღალი ენერგო ეფექტურობის რეიტინგით. ეფექტურობა წარმოდგენილია პროცენტით და მიუთითებს, თუ რამდენი ენერგია გარდაიქმნება გამოსაყენებელ სითბოდ. უფრო მაღალი ეფექტურობის ნიშანი ნიშნავს ენერგიის დაბალ მოხმარებას და გათბობის ხარჯების შემცირებას.

  • . შეარჩიეთ პროფესიონალის რჩევით - გაიარეთ კონსულტაცია ჩვენი გუნდის გათბობის სპეციალისტებთან, ისინი შეაფასებენ თქვენს კონკრეტულ მოთხოვნებს და შემოგთავაზებენ საჭირო მოდელს, შემდეგ კი უზრუნველყოფენ მონტაჟს და ექსპლუატაციაში გაშვებას.
  • . გაითვალისწინეთ ფასი - გაითვალისწინეთ როგორც გათბობის ქვაბის შესაძენი ფასი ასევე ყოველთვიური ელექტრო ენერგიის თუ ბუნებრივი აირის მოხმარების ხარჯი.

  • . უსაფრთხოების მახასიათებლები - წნევის შემამცირებელი; გათბობის ქვაბის დამცავი წყლის მინარევების დაგროვებისგან; გაყინვის საწინააღმდეგო სისტემები, რომლებიც იცავს გათბობის ქვაბს გაყინვისაგან; IPX5D-ის სისტემა რომელიც იცავს ქვაბს წყლის რეაქტიული ნაკადებისგან; ეს ის უსაფრთხოების მახასიათებლებია რაც ჩვენს პროდუქციას გააჩნია.

ცენტრალური გათბობის ქვაბების ტიპები

არსებობს რამდენიმე ტიპის ცენტრალური გათბობის ქვაბი, რომელთაგან თითოეულს აქვს საკუთარი უპირატესობა და ნაკლი. სხვადასხვა ტიპის გაცნობა დაგეხმარებათ აირჩიოთ ის მოდელი, რომელიც საუკეთესოდ შეესაბამება თქვენს მოთხოვნებს და საჭიროებებს. აქვე გაგაცნობთ ორ ძირითად ტიპს რომელსაცცელსიუსიგთავაზობთ:

მაღალი სიმძლავრის გათბობის ქვაბი:

მაღალი სიმძლავრის ცენტრალური გათბობის ქვაბი - ძირითადი განსხვავება ამ ტიპის და სისტემური გათბობის ქვაბს შორის არის სიმძლავრე და შესაბამისად გასათბობი ფართი, თუ თქვენ გჭირდებათ დიდი ფართის გათბობა 200 2 და უფრო დიდ ტერიტორიზე თქვენ აუცილებლად დაგჭირდებათ მაღალი სიმძლავრის ქვაბი. ენერგოეფექტურობა გაცილებით უკეთესი იქნება, რაც იმას ნიშნავს რომ ბუნებრივი აირის და ელექტრო ენერგიის მოხმარება ბევრად ნაკლები იქნება ვიდრე ორი კომპაქტური გათბობის ქვაბის მოხმარებისას. გასათვალისწინებელია რომ ზომით და წონით თითქმის ორჯერ დიდია და შესაბამისი ადგილის გამოყოფა სჭირდება მონტაჟისთვის. აქვე გთავაზობთ იმ ფუნქციებს რაც მაღალი სიმძლავრის გათბობის ქვაბს კომპაქტურისგან განასხვავებს:

  • . კონდენსაციის ტექნოლოგია და თერმორეგულაციის მოწყობილობები ზრდის გათბობის სისტემის ეფექტურობასა და პროდუქტიულობას A+ კლასამდე;

  • . ჩამონტაჟებული ჭკვიანი ფუნქციები AUTO და COMFORT უზრუნველყოფს კომფორტულ და სტაბილურ ტემპერატურას სახლში;

  • . ფუნქცია AUTO - მაქსიმალური კომფორტი, ენერგოეფექტურობა და ეკონომია, რომელიც ეფუძნება გარემო პირობების ავტომატურ ანალიზს, რომელიც უკავშირდება გარე მოწყობილობებსა და შესრულებისთვის საჭირო დონეებს;

  • . ფუნქცია COMFORT - ცხელი წყლის უფრო სწრაფი მიწოდება ორ რეჟიმში: COMFORT რეჟიმი (ცხელი წყალი 30 წამში) და COMFORT+ რეჟიმი (ცხელი წყალი სულ რაღაც 5 წამში);

  • . ფუნქცია PROGRAM - ქვაბის მუშაობის და ტემპერატურის დაპროგრამება დღეების და საათების მიხედვით;

  • . გაზის ადაპტაციის სისტემა უზრუნველყოფს გათბობის ქვაბის ეფექტურობას მაღალ დონეზე მაშინაც კი, როდესაც გაზის წნევა ცვალებადია;

  • . ახალი XtraTech ™ სითბოს გარდამქმნელი არის Ariston-ის ექსკლუზივი და მაქსიმალურად საიმედო;

კომპაქტური სისტემური გათბობის ქვაბი:

ასეთი ტიპის გათბობის ქვაბს აქვს რამდენიმე განსხვავებულ მახასიათებელი, რაც ასეთი ტიპის მოდელებს უკეთესს ხდის საცხოვრებელი სახლისთვის და მცირე ზომის კომერციული ფართისთვის. ეს მოდელები შექმნილია ეფექტური და საიმედო გათბობის უზრუნველსაყოფად მცირე ზომის ფართისთვის. ექვემოთ ჩამოთვლილი ფაქტორები გაგაცნობთ იმ უპირატესობას რაც ასეთი ტიპის მოდელებს აქვს მაღალი სიმძლავრის გათბობის ქვაბებთან შედარებით.

  • . მცირე ზომა: კომპაქტური სისტემის გათბობის ქვაბები სპეციალურად შექმნილია იმისთვის, რომ დაიკავონ პატარა ადგილი თქვენს სახლსა თუ ოფისში.

  • . მრავალფუნქციური: კომპაქტური სისტემის გათბობის ქვაბები მრავალფუნქციურია. ამ ტიპის მოდელებს შეუძლია როგორც გამათბობლის ფუნქციის შესრულება ასევე საყოფაცხოვრებო ცხელი წყლით უზრუნველყოფა, რაც თავიდან გაცილებთ დამატებით წყლის გამაცხელებლის ხარჯებისგან.

  • . მარტივი მონტაჟი და მოვლა: ამ ტიპის მოდელები შექმნილია მარტივი მონტაჟის და მოვლისთვის. მათი კომპაქტური ზომა და მსუბუქი კონსტრუქცია ამარტივებს ინსტალაციის პროცესს, ხოლო მოსახერხებელი ინტერფეისები და ხელმისაწვდომი ნაწილები მარტივს ხდის გეგმიურ ტექნიკურ სერვისებს.

  • . უსაფრთხოება: კომპაქტური სისტემის ქვაბებში ერთიანდება რამდენიმე მახასიათებელი უსაფრთხო და საიმედო მუშაობის უზრუნველსაყოფად. ეს შეიძლება მოიცავდეს ცეცხლის მონიტორინგს, გადახურებისგან დაცვას და წნევის შემსუბუქების სარქველებს, როგორც ქვაბის, ისე გარემოს დაცვის მიზნით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100