სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გსურთ ევროპაში მოგზაურობა და ფული არ გაქვთ? მაშინ ეს უნდა იცოდეთ

ლონდონი, პარიზი, რომი, ბევრი ადამიანი ოცნებობს ევროპის ამ საოცნებო ქალაქებში ცხოვრებაზე მაგრამ ოცნების ახდენა დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული. ევროპის ქვეყნები განთქმულია მაღალი ცხოვრების დონით, რაც თავისთავში მოიცავს ძალიან მაღალ გადასახადებს.

არის ალტერნატიული გზაც, ევროპის შუაგულში არის ისეთი ქალაქები რომლებიც დაბალი გადასახადებით და მაღალი ისტორიული მნიშვნელობით არაფრით ჩამოუვარდება ზემოთჩამოთვლილს.

ვარშავა, პოლონეთი- ლუდი 1$ სიგარეთი 4,5$, არაჩვეულებრივი ეკოლოგიური გარემო, მაქსიმალურად დაბალი კომუნალური გადასახადები, ოთახის ქირაობას ამ ქალაქში სულ რაღაც 488$ შეძლებთ. ვარშავა საუნივერსიტეტო ქალაქია, აქ დაახლოვებით 270 ათასი სტუდენტი ცხოვრობს, ახალგაზრდების სიუხვე ქალაქის თანამედროვეობას გართობის ობიექტების სიმრავლეს და მხიარულ გარემოს გთავაზობთ.

პრაღა ჩეხეთი - ცნობილია თავისი მრავალმხრივი არქიტექტურული ნაგებობებით, ასევე მუზეუმების, თეატრებისა და გამოფენების სიუხვით. ამ ქალაქში ბინის არენდის ფასი 617 $-ის ფაგლებში მერყეობს. თუმცა თუ ბინას ხანგრძლივი დროით ქირაობთ ფასი გაცილებით დაბალია. კომუნალური და ტრანსპორტის ფასები დასავლეთ ევროპასთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალია. რესტორანში სასადილოდ 5$ სავსებით საკმარისია.

სარაევო ბოსნია ჰერცოგოვინა - ბოლო ასწლეულის კონფლიქტი სარაევოს ეკონომიკაზე ცუდად აისახა. თუმცა ქალაქი მეტად მრავალფეროვანი და ტურისტებისთვის საინტერსო ზონაა. თანაც საკმაოდ ხელმისაწვდომი. სარაევოს ცენტრში ბინის დაქირავება 320$ დაგიჯდებათ. თუ ქალაქგარე უბნებიც გაკმაყოფილებთ მაშინ ბევრად იაფადაც გამოხვალთ, სულ რაღაც 185$ და საცხოვრებელიც გაქვთ. ერთთვიანი სამგზავრო აბონიმენტი სულ რაღაც 35$ დაგიჯდებათ.

ბუქარესტი რუმინეთი- ევროპა ბოლო დროს აღიარებს, რომ ეს ქალაქი კულტურულ და ტურისტულ ბუმს განიცდის, ამიტომაც არ გამორიცხავენ ფასების მკვეთრ ზრდას, მაგრამ დღეის მონაცემებით ბუქარესტი ერთ-ერთი მისაღები ფასებითაც არის მიმზიდველი. დედაქალაქის ცენტრში ბინის არენდა დაახლოებით 440$ დაგიჯდებათ. სადილი რესტორანში 6$ ხოლო სამოქალაქო ტრანსპორტის აბონიმენტი 15$.

ტირანა ალბანეთი - ამ ქალაქმაც ბოლო ასწლეულში სისხლიანი ომი გამოიარა თუმცა დღესღეობით ტურისტებისთვის ხელმისაწვდომი თანაც მეტად საინტერესო ქალაქია. ბოლო 20 წელია ქალაქი სიმშვიდის გარანტად არის გამოცხადებული შესაბამისად ტურისთა რიცხვიც საგრძნობლად გაზრდილია. ბინის საშუალო ფასი ქალაქის ცენტრში 380$, ტრანსპორტის აბონიმენტის ფასი 14 $ ხოლო რესტორანში სადილი 7$.

მინსკი ბელორუსია - აღმოსავლეთ ევროპაში მდებარე ქალაქი მინსკი სადაც 2 მილიონი ადამიანი ცხოვრობს ყოველთვის მიმზიდველი იყო ტურისტებისთვის. ერთ ოთახიანი ბინის ქირა ქალაქის ცენტრში 380$-მდე ღირს. სამოქალაქო ტრანსპორტის აბონიმენტი 13,5$ თვეში, ერთი კოლოფი სიგარეტის ფასი 2,70$. ქალაქი მდიდარია მუზეუმებითა და თეატრებით.

სოფია ბულგარეთი - თვალწარმტაცი ქალაქი უძველესი ისტორიით ნამდვილად უნდა მოინახულოთ. ბინის ქირა სულ რაღაც 380$ თვეში. ტრანსპორტი სულ რაღაც 35$, ბოთლი ღვინო 5$. სოფია ცივი ზამთრებითა და საოცარი ზაფხულებით არის განთქმული.

უკრაინა კიევი - ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქი ტურისტების რაოდენობას არასოდეს უჩიოდა, მიუხედავად რუსული პოლიტიკის ზეწოლისა. ბინის არენდა თვეში 570$ ქალაქის ცენტრში, ქალაქგარეთ 330$. უამრავი მუზეუმი, თეატრი და სხვა მრავალი შემეცნებითი თუ გასართობი ადგილით არის მრავალფეროვანი.

სკოპიე მაკედონია - კაფეში სულ რაღაც 4,5$ სასიამოვნო დესერტი ყავით, ერთი თვის ქირა ქალაქის ცენტრში 325$, ხოლო ქალაქგარეთ 225$ დაგიჯდებათ. სკოპიე ულამაზესი ქალაქია რომელიც მდიდარი ისტორიითაც იწონებს თავს და ყურადღებასაც უხვად იბყრობს. სკოპიეს მოსახლეობის ისტორია სათავეს ჩვენ წელთაღრიხვამდე 4 ათასწლეულში იღებს.

კიშინოვი, მოლდოვა - ყველაზე დაბალი კომუნალური გადასახადები მთელს ევროპაში ქალაქ კიშინოვშია. ბინის ქირა სულ რაღაც 265$, თვიური აბონიმენთი სამოქალაქო ტრანსპორტზე სულ რაღაც 6$! ქალაქში 33 მოქმედი უნივერსიტეტია, სიიაფის გამო თითქმის ყველა უნივერსიტეტი სრული დატვირთვით ფუნქციონირებს. საფრანგეთის დედაქალაქთან შედარებით მოლდავეთის დედაქალაქში ცხოვრება 81% იაფია!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100