სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მედვედევს და პუტინს შორის კონკურენცია მწვავდება

რაც დრო გადის, რუსეთში პრემიერსა და პრეზიდენტს შორის კონკურენცია სულ უფრო მწვავდება. როგორც ჩანს, მედვედევს მობეზრდა პუტინის მარიონეტის იმიჯი, საპრეზიდენტო ამპლუაში ყოფნისას ამბიციებიც მოემატა და შეტევაზე გადასვლა გადაწყვიტა.
საფდჯსლფჯლსდ
რუსული სოციოლოგიური სამსახურები, კვლევებში და რეიტინგებში სულ უფრო ხშირად აფიქსირებენ პრეზიდენტისათვის სასურველ შედეგს. ამ შედეგების მიხედვით კი, არც მეტი, არც ნაკლები, ირკვევა, რომ რუსეთის მოსახლეობის ნაწილი მედვედევს ანიჭებს უპირატესობას პუტინთან შედარებით.
საფდჯსლფჯლსდ
ეს შედეგები ამ დუეტის მოღვაწეობის დასაწყისში, უბრალოდ, წარმოუდგენელი იყო. იმ დროისთვის პუტინი ყველა რეიტინგში უპირობოდ ლიდერობდა და ვერავინ წარმოიდგენდა, თუ როდესმე თითქმის ურეიტინგო პრეზიდენტი მას რაიმე სახის კონკურენციას გაუწევდა.
საფდჯსლფჯლსდ
სულ უკანასკნელი კვლევები საერთოდ შოკის მომგვრელი აღმოჩნდა. როგორც რუსული პრესა წერს, მედვედევის და პუტინის რეიტინგები თითქმის გაუთანაბრდა ერთმანეთს. სოციოლოგიური სამსახურების ჩატარებული გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ მედვედევის მოღვაწეობას საპრეზიდენტო პოსტზე მოსახლეობის 76 პროცენტი უჭერს მხარს, ხოლო პუტინისას – 77 პროცენტი. ანუ მათი რეიტინგი, ფაქტობრივად, იდენტურია.
საფდჯსლფჯლსდ
არცერთის პოლიტიკას არ უჭერს მხარს გამოკითხულთა 22 პროცენტი, რაც რუსეთისთვის საკმაოდ დიდი რიცხვია და გარკვეული დასკვნების საფუძველსაც იძლევა.
საფდჯსლფჯლსდ
საინტერესოა სხვა კვლევის შედეგებიც, რომელთა მიხედვითაც კითხვაზე, თუ ვის დაუჭერდნენ მხარს საპრეზიდენტო არჩევნების შემთხვევაში, გამოკითხულთა 24-მა პროცენტმა პუტინი, ხოლო 21-მა – მედვედევი დაასახელა. რუსების 51 პროცენტი კვლავ მიიჩნევს, რომ რუსეთს `მკაცრი ხელი~ სჭირდება, 39 პროცენტს კი, დიდი სურვილი აქვს, ქვეყნის სათავეში იხილოს დემოკრატი და შემწყნარებელი პრეზიდენტი.
საფდჯსლფჯლსდ
ექსპერტები მედვედევის ასეთი აღმასვლის სხვადასხვა მიზეზებს ასახელებენ, მაგალითად, ლუჟკოვის გადაყენებას თანამდებობიდან, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გააქტიურებას და ასე შემდეგ.
საფდჯსლფჯლსდ
ზოგადად, სახელისუფლო რეიტინგის კლება კი, სავარაუდოდ, გასულ ზაფხულს განვითარებულმა მოვლენებმა გამოიწვია, როდესაც ხანძრის დროს ხელისუფლებამ სათანადოდ ვერ იმოქმედა და მოსახლეობის დიდი უკმაყოფილებაც დაიმსახურა.
მაშინ პუტინ-მედვედევის ტანდემის პოპულარობა 70 პროცენტიდან 50-ზე ჩამოვიდა. ინტერნეტში, ბლოგებზე, გარკვეულ მედია საშუალებებშიც, სულ უფრო იმატა ხელისუფლების კრიტიკისადმი მიძღვნილმა სტატიებმა და მოსაზრებებმა. თუმცა, უკმაყოფილების ვექტორი უფრო პუტინისკენ მიიმართა, ვიდრე მედვედევისკენ. ასეთ ექსტრემალურ სიტუაციაში მოსახლეობა პრემიერისგან გაცილებით მეტს მოელოდა.
საფდჯსლფჯლსდ
როგორ განვითარდება მოვლენები და ჩაეშლება თუ არა პუტინს მედვედევის ტრამპლინად გამოყენებისა და შემდგომ კვლავ გაპრეზიდენტების გეგმა, ამის შესახებ ექსპერტებს საუბარი ჯერჯერობით მაინც ნაადრევად მიაჩნიათ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100