რა ზიანი მოაქვს ქორწინებას მამაკაცის ჯანმრთელობისთვის?
ლიდსის უნივერსიტეტის მეცნიერები ირწმუნებიან, რომ ქორწინება მამაკაცის ჯანმრთელობაზე ცუდად მოქმედებს.
Men’s Health-ში გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად, ქორწინების შემდეგ მამაკაცები ყურადღებას აღარ აქვევენ საკუთარი სხეული ფორმას, რაც მათ ჯანმრთელობაზე უარყოფით გავლენას ახდენს.
ფსიქოლოგთა განმარტებით, ქორწინების შემდეგ მამაკაცი საკუთარ გარეგნობას ყურადღებას აღარ აქცევს, იწყებს კალორიული საკვების მიღებას, ამას ემატება დაოჯახებული მამაკაცის ცხოვრების სტილი, რომელიც ნაკლებ ფიზიკურ აქტივობას მოითხოვს და შედეგიც არ აყოვნებს, კაცი წონაში იმატებს და ამით საკუთარ ჯანმრთელობასაც საფრთხის ქვეშ აყენებს.
აღსანიშნავია, რომ სტატისტიკის თანახმად წონაში იმატებენ ქალბატონებიც.
კომენტარი