ეჰ, ეს რომ სკოლაში გვქონოდა...
გერმანიაში უნიკალური ავტოკალამი შექმნეს, რომელიც ტექსტში შეცდომებს პოულობს და მეპატრონეს მათ არსებობას ამცნობს.
ავტოკალამი კომპანია Lernstift - მა დააპროექტა და ერთი შეხედვით ის ჩვეუებრივ საწერ კალამს გავს, თუმცა აღჭურვილია სხვადასხვა გადამცემი მოწყობილებებით, რომელიც კალმის გადაადგილებას აკონტროლებს და შეცდომის დაშვების შემთხვევაში ვიბრო-სიგნალის მეშვეობით გაფრთხილებთ.
უნიკალური საწერი კალმის შემქმნელები განმარტავენ, რომ ის პირველ რიგში დაწყებითი სკოლის მოსწავლეებისთვის არის შექმნილი, მათთვის ვისაც ორთოგრაფიის სწავლა ახალი დაწყებული აქვს. თუცა Lernstift-ში იმედოვნებენ, რომ ეს პროდუქცია სასარგებლო იქნება მათთვისაც ვისაც ტექსტის კომპიუტერზე აკრეფა არ უყვარს და წერის ძველი მეთოდი ურჩევნია.
ჯერჯერობით უცნობია, როდის გამოვა გაყივაში უნიკალური ავტოკალამი და რა იქნება მისი ფასი.
კომენტარი