სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სიმართლე მამაკაცებზე

ფართოდ გავრცელებული მოსაზრება იმის შესახებ, რომ მამაკაცების მთავარი საფიქრალი სექსია სიმართლეს არ შეესაბამება, სინამდვილეში ისინი ნაზი და მგრძნობიარე არსებები არიან. ამის შესახებ ფსიქოლოგიის პროფესორმა ენდრიუ სმაილერმა განაცხადა.

პროფესორი ამტკიცებს, რომ მამაკაცებს კომპლექსები აწუხებთ, რაც საკუთარი რეალური სახის გამოვლინების საშუალებას არ აძლევთ. ძლიერი სქესის წარმომადგენლები ემოციურ სიახლოვეს ქალებზე ნაკლებად არ საჭიროებენ, განმარტავს პროფესორი.

ხანგრძლივ კვლევაზე დაყრდნობით ბატონი სმაილერი აცხადებს, რომ მამაკაცები პოლიგამები სულაც არ არიან, მათ უმეტესობას ძალიან უნდა სექსი და ემოციური სიახლოვე მხოლოდ ერთ ქალთან ჰქონდეს, მაგრამ ყველა მათგანს ეშინია საზოგადოების კრიტიკის, საზოგადოების რომელიც მაგარ ბიჭებად სწორედ მრავალი ქალის გულთამპყრობელ მამაკაცებს მიიჩნევს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100