25 მარტის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ვერძი-თავისუფალი დროის ნაწილი დაუთმეთ რაიმე სასარგებლო საქმიანობას. მოერიდეთ შიმშილობას, უპირატესობა მიანიჭეთ სრულფასოვან კვებას. წონის დაკლებას და მოხდენილი ფიგურის მიღწევაში დაგეხმარებათ ფიზიკური დატვირთვა. ხელსაყრელი დროა ბუნებაში, პარკში, ან აგარაკზე გასეირნებისთვის.
კურო -დღეს უსაქმურად არ გაჩერდებით. ამიტომ დასვენების პასიურ სახეს ნუ აირჩევთ. როგორც ავტორიტეტული ადამიანი, პირადად უხელმძღვანელებთ სარისკო ღონისძიებას, განტვირთვის პროცედურები კარგ ეფექტს მოიტანს ნაყოფიერი მუშაობის შემდეგ.
ტყუპები -დღეს დახვეწილი ინტელექტუალური საქმიანობა ადგილს დაუთმობს მიზანმიმართულ პრაქტიკულ მოქმედებას. დღეს ქარაფშუტულ გართობას ან საყვარელი წიგნის კითხვას ამჯობინებთ სამეურნეო დავიდარაბას. გაითვალისწინეთ, რომ ნებისმიერი დაწყებული საქმე სწრაფად მიიღებს სისტემურ ხასიათს და მის დასრულებას შეძლებთ დეტალების დახვეწის შემდეგ.
კირჩხიბი -დღეს ნებისმიერი თქვენი წამოწყება პერსპექტიული იქნება. აუცილებლობის შემთხვევაში გამოძებნით დამატებით სახსრებს ან ძალის შესაფერის წყაროს. დახმარებისთვის მიმართეთ ძლიერი სქესის წარმომადგენლებს. ისინი სიამოვნებით მოაგვარებენ წარმოქმნილ პრობლემას. გემრიელად დააპურეთ ადამიანები, რომლებიც დაგეხმარებიან.
ლომი -დღეს პირადული ინიციატივა საკმარისი არ იქნება. სხვა ადამიანების ნდობის მოსაპოვებლად გამოაჩინეთ საკუთარი უზრუნველყოფილება, მატერიალური კეთილდღეობის მოპოვების ან მისი განკარგვის უნარი. ამის გარეშე ოჯახური ან სხვა სახის ღონისძიება ჩაშლის საფრთხის წინაშე დადგება. დაგჭირდებათ დამატებითი სახსრების საკუთარი სტატუსის შენარჩუნებისთვის.
ქალწული -დღეს შეძლებთ ინიციატივის მოპოვებას და მოვლენების მართვას სურვილის შემთხვევაში. აღმოჩნდებით შორეული ადამიანების საზოგადოებაში ან ესწრაფვით ავტორიტეტულ პირებთან ურთიერთობას. უზრუნველყოფილი, საზრიანი, პატივცემული ადამიანების წრეში გატარებული დრო უკვალოდ არ ჩაივლის. ხელსაყრელი დროა მომატებული ფიზიკური დატვირთვის და აქტიური ინტიმური ცხოვრებისთვის
სასწორი -შეუფერებელი მომენტია სრული უსაქმურებისთვის. დაკავდით კონკრეტული საქმეებით, რომლისთვისაც სხვა დროს ვერ იცლით. ამასთან არ გამოეკიდოთ რაოდენობას და ხარისხიანად შეასრულეთ სამუშაოს ეტაპები. რაც უფრო კარგად გაართმევთ თავს დასახულ მიზანს დღისით, მით უფრო სასიამოვნოდ დაისვენებთ საღამოს საათებში.
ღრიანკალი -მეუღლის მიმართ გაგიჩნდებათ ან მძაფრი ეჭვიანობის გრძნობა ან ის მისაბაძ მაგალითად იქცევა. გააიდეალებთ საყვარელი ადამიანის შესაძლებლობას ბევრ სფეროში. სიამოვნებით გაგიზიარებენ კეთილდღეობას, თუ გამოიჩენთ პატივისცემას და დროებით შეითავსებთ მეორეხარისხოვან როლს.
მშვილდოსანი -ცხოვრებისგან კმაყოფილების მიღება სავსებით შეუთავსდება საკუთარი ან სხვების კეთილდღეობისთვის მუშაობას. დაეხმარეთ მშობლებს ან დაკავდით სახლის კეთილმოწყობით. დაინტერესდით კოლეგების ჯანმრთელობით და მათი დასვენების ფორმით. ისინი მადლიერები იქნებიან თქვენი ყურადღებით და ზრუნვით. კარგი განწყობისთვის სასარგებლოა ზომიერი აქტიურობა.
თხის რქა -დღეს თქვენში გაიღვიძებს რეჟისორული მონაცემები. საკუთარი ან სხვების დასვენების ორგანიზებისას შუა გზაზე არ შეჩერდებით და თქვენ მიერ მოფიქრებული სცენარი მოჩვენებითი აღმოჩნდება. პირადულ ცხოვრებაში გამოიჩენთ მომატებულ აქტიურობას და სიმტკიცეს. გამძაფრდება სექსუალური ინსტინქტი, სარისკო თამაშისკენ და გრძნობითი განცხრომისკენ სწრაფვა.
მერწყული -კარგი დღეა ყოფითი პირობების გაუმჯობესებისთვის, ასევე ნაკლებად სასიამოვნო ან სახიფათო ტექნიკური პროცესის ჩატარებისთვის. თუ დამოუკიდებლად არ შეგიძლიათ მსგავსი დავალების მოგვარება, დახმარებისთვის თამამად მიმართეთ სხვა ადამიანებს, ადვილად მოძებნით გამოცდილ ოსტატს.
თევზები -დღევანდელი გარემოება ხელს არ უწყობს სიზარმაცეს და განტვირთვას. ცხოვრებისგან სარგებლის მიღების სურვილი შეუთავსდება აქტიურობის უნარს. თქვენი სურვილების დასაკმაყოფილებლად გაემართებით ქვეყნის დასალიერში. მოსალოდნელია შეხვედრა გავლენიან ადამიანებთან, რომლებიც გულუხვად აანაზღაურებენ თქვენ ახირებას.
კომენტარი