ჯანმრთელობის რა პრობლემა აქვს ქრისტინე იმედაძის ქალიშვილს და რაზე ალაპარაკდა მომღერალი
მომღერალისა და ტელეწამყვანის, ქრისტინე იმედაძის ქალიშვილი ტაისია ჯაკობია ხშირად ჩანს დედის "ინსტაგრამ სთორიზე". ქრისტინე თითქმის ყოველდღე იღებს სხვადასხვა ყოველდღიურ თემაზე ვიდეოებს და გამომწერებს უზიარებს.
ამჯერად მომღერალმა ტაისიას ჯანმრთელობის პრობლემის შესახებ ისაუბრა. როგორც აღმოჩნდა, თინეიჯერს ხერხემლის გამრუდება და სიმაღლეში ზრდის შეფერხება აქვს.
"რამდენი ხარ სიმაღლეში?" - ჰკითხა ქრისტინემ ტაისიას. - "მეტრა და ორმოცდაჩვიდმეტი სანტიმეტრი", - უპასუხა გოგონამ. მისივე თქმით, რამდენიმე თვის წინათაც ზუსტად ამდენივე იყო და სიმაღლეში არ გაზრდილა.
ქრისტინე აღნიშნავს, რომ გამომწერების დახმარება სჭირდება.
"გვჭირდება გამომწერებიდან, გამოცდილი დედების დახმარება, რომ გვირჩიოთ, სად მიბრძანდეს ტაისია ხერხემლის რეაბილიტაციისთვის", - ამბობს მომღერალი.
კომენტარი