კორონავირუსი ჯვართამაღლების დღესასწაულზე 16 პირს გადაედო - თბილისში ტაძარი დაიკეტა
სანზონაში, პანტელეიმონ მკურნალის ტაძრის წინამძღვარს, მრევლს და სტიქაროსნებს კორონავირუსი დაუდასტურდათ. კორონავირუსი ჯვართამაღლების დღესასწაულზე 16 პირს გადაედო – ინფორმაციას „მთავარი“ არხი ავრცელებს.
„მრევლის საყურადღებოდ, ტაძარი დაკეტილია 10 დღით და არ გაიღება“, – ასეთი განცხადებაა გაკრული სანზონაში, პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ეკლესიის კარზე.
სავარაუდოდ, კორონავირუსი ერთ-ერთ მგალობელს აღმოაჩნდა, რომელიც აჭარაში იმყოფებოდა.
დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 453 შემთხვევა დადასტურდა.
კომენტარი