სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გიორგი გამსახურდია მუსლიმი გახდა?

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ვაჟის, გიორგის მიერ ისლამის მიღების შესახებ სავარაუდო ინფორმაციას "პირველი რადიო" ავრცელებს.

"პირველ რადიოს" წყაროდ "გიორგი გამსახურდიას სამეგობრო წრე მოჰყავს და ინფორმაციაში წერს, რომ გიორგი გამსახურდია მუსლიმი საზღვარგარეთ ყოფნის დროს გახდა:

"არჩევნების შემდეგ ის თავის მეგობართან , იჩქერიის პირველი პრეზიდენტის ჯოხარ დუდაევის შვილთან, დეგისთან საზღვარგარეთ იმყოფება. ინფრომაცია ამის თაობაზე გიორგი გამსახურდიას სამეგობრობო წრიდან ვრცელდება.

თუმცა ამ ფაქტს გიორგი გამსახურდიას დედა, მანანა არჩვაძე - გამსახურდია "აბსურდს უწოდებს" და ამავდროულად აღნიშნავს -" ასეც რომ იყოს და მე აღმსარებლობა შევიცვალო ეს ჟურნალისტების რა საქმეა? დაანებეთ თავი გამსახურდიების ოჯახს"- აცხადებს მანანა -არჩვაძე გამსახურდია."

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100