სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ამ კანონის მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები - მეუფე შიო რუსულ კანონზე

"როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება" - რუსული კანონის დამტკიცებაზე "ქართულმა ოცნებამ" საპატრიარქოს მხარდაჭერა ვერ მიიღო.

მეუფე შიო ამბობს, რომ რუსულ კანონს მოწინააღმდეგეები ჰყავს ეკლესიაშიც და ახალგაზრდებშიც და ქართული ეკლესია დაპირისპირების გადალახვას ითხოვს.

"ხშირად ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება ჩვენს ქვეყანაში და საერთოდ დიდი დაპირისპირება" - ამბობს მეუფე შიო და გამოსავლის გზებზე საუბრობს.

მეუფის ამ სიტყვებს ქაშუეთის ეკლესიის ეზოში ისმენდა პრემიერი - ახლა სწორედ ირაკლი კობახიძის ხელშია ბერკეტი, დაასრულოს დაპირისპირება და არ დაძლიოს ვეტო რუსულ კანონზე.

ჩვენ დიდი გულისტკივილით თვალყურს ვადევნებდით იმ დაპირისპირებას, დაძაბულობას, რომელსაც ადგილი ჰქონდა და რომელიც უკავშირდებოდა და უკავშირდება ჩვენი პარლამენტის მიერ „გამჭვირვალობის კანონის“ მიღებას.

ამ კანონის მომხრეთა შორის და მოწინააღმდეგეთა შორისაც, როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, არიან ჩვენი სულიერი შვილები და მათ შორის ძალიან ბევრია ახალგაზრდობა, ამიტომ ჩვენ განსაკუთრებით გული გვტკივა ამ ყველაფრის გამო და ხშირად ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება ჩვენს ქვეყანაში და საერთოდ დიდი დაპირისპირება.

ამაზე გვპასუხობენ ჩვენ ასევე ჩვენი ეკლესიის წმინდა მამები, აი, კერძოდ, ერთ-ერთი უდიდესი წმინდა მამა, ღირსი მაქსიმე აღმსარებელი ამბობს რომ მხოლოდ სიყვარულს შეუძლია, დაყოფილი და დაპირისპირებული ადამიანების ერთად შეკრება და მათი ნების გაერთიანება და მხოლო სიყვარულს შეუძლია წარმოქმნას ადამიანებში თანხმობის და ერთსულოვნების შესანიშნავი განწყობა, იმიტომ, რომ როდესაც არის სიყვარული, მაშინ არის ღვთის მადლიც,“ - ამბობს მეუფე შიო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100