„თეგეტა ჰოლდინგს“ აზიის განვითარების ბანკის დელეგაცია ეწვია
·
აზიის განვითარების ბანკი „თეგეტა ჰოლდინგთან“ გრძელვადიან
თანამშრომლობას გეგმავს
„თეგეტა ჰოლდინგს“ აზიის განვითარების ბანკის კერძო სექტორის ოპერაციების
დეპარტამენტის გენერალური დირექტორი ეწვია. სიუზან გაბური, ADB-ის წარმომადგენლებთან
ერთად, „თეგეტა ჰოლდინგის“ სათავო ოფისის ინფრასტრუქტურას გაეცნო და შეხვედრა გამართა
კომპანიის აღმასრულებელ დირექტორთან. ოფიციალურ შეხვედრაზე „თეგეტა ჰოლდინგისა“ და
აზიის განვითარების ბანკის თანამშრომლობაზე ისაუბრეს. განიხილეს სამომავლო გეგმებიც
და გრძელვადიანი პროექტები, რომლებიც პარტნიორობას არაერთი მიმართულებით ითვალისწინებს.
ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციასთან ერთად, მსხვილ პროექტზე მუშაობს, რაც მწვანე საავტომობილო ეკოსისტემის განვითარებას
გულისხმობს.
--
თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ
აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ,
სატვირთო და სამშენებლო, ასევე, კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს.
მთელი ქვეყნის მასშტაბით „თეგეტას“ 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას
ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს:
Porsche, Volvo, Toyota, Mazda.
სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით
ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB და სხვები.
„თეგეტა“ მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია
საქართველოში. მათ შორისაა Bridgestone, Michelin, Varta, Bosch, Shell, Motul,
Pirelli და სხვები. „თეგეტა ჰოლდინგი“, 3000-ამდე თანამშრომლით,
დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
კომენტარი