თიბისი გალერეამ საერთაშორისო პრინტ ფესტივალს უმასპინძლა
თიბისი გალერეამ საერთაშორისო პრინტ ფესტივალს LIFE- N- STYLE ’ უკვე მეორედ უმასპინძლა. ფესტივალის წლვანდელი თემა და კნონცეფცია LIFE- N- STYLE ’ - ცხოვრების სტილი იყო.
ფესტივალში ქართველ ხელოვანებთან ერთად ავსტრიის, აზერბაიჯანის, აშშს, გერმანიის, ესპანეთის,თურქეთის და რუსეთის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.
ღონისძიების მიზანი ქვეყნის მასშტაბით თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგის - ბეჭდვითი მედიის /ხელით ბეჭდვის პოპულარიზაცია იყო. იქიდან გამომდინარე, რომ ლითოგრაფიის სახელოსნოები დედაქალაქსა და რეგიონში თითქმის აღარ არსებობენ, ხოლო ხელით ბეჭდვა ციფრულმა ბეჭდვამ და ახალმა ტექნოლოგიებმა ჩაანაცვლა, უამრავ ნიჭიერ ხელოვანს რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს, საკუთარი ნამუშევრების წარმოჩენის შესაძლებლობა არ აქვს.
თიბისი ბანკის მხარდაჭერით, ფესტივალის ფარგლებში საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი მხატვრებისთვის ხელით ბეჭდვის ტექნიკის შემსწავლელი სხვადასხვა ვორკშოფი და ტრეინინგი ჩატრადა. მხატვრებს გამოფენაზე საკუთარი ნამუშევრების გაყიდვის შესაძლებლობაც მიეცათ.
ხელით ნაბეჭდი პრინტების გარდა, ფესტივალზე კერამიკის და ტექსტილის ნამუშევრები და სხვადასხვა ვიდეო და ფოტო ინსტლაციები იყო წარმოდგენილი. სტუმრებმა ასევე იხილეს ჩაის და ხელოვნების და ღვინის და ხელოვნების პრეზენტაციები.
ფესტივალი ქუჩის გალერეის ფორმატით საქართველოს სხვადასხვა რეგიონში უკვე წარდგა. მან წელს სტარტი აგვისტოში, ქალაქ ბათუმში აიღო და შემდეგ მესტიაში, თელავსა და ოზურგეთში გადაინაცვლა. წლევანდელი ღონისძების ბოლო გაჩერება თბილისი იყო, სადაც 25 ოქტომბერს, ფესტივალი ღვინის ქახანაში დასრულდა.
ფესტივალზე მეტი ინფორმაციის მისაღებად ესტუმრეთ LIFE- N- STYLE-ის ფეისბუქ გვედს Facebook.com/ LIFE N STYLE
კომენტარი