სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნაომი კემპბელი რუსების რძალი გახდა

უცხოური საინფორმაციო საშუალებების ბოლო მონაცემებით, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი და რუსი მილიარდერი ვლადისლავ დორონინი დაქორწინდნენ. შეყვარებულებმა დაქორწინება კუნძულ კრიტზე, საბერძნეთში აღნიშნეს - სწორედ ამ ცნობილ კურორტზე ატარებდნენ ისინი ზაფხულს.

როგორც წყვილის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა განაცხადა, დაქორწინების შემდეგ კემპბელმა და დორონინმა პომპეზური წვეულება მოაწყვეს. მათ ყველა გააკვირვეს ფეიერვერკით, რომელიც 20 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა და რომელიც მათ დაახლოებით ასი ათასი დოლარი დაუჯდათ. შთამბეჭდავი ის იყო, რომ სტუმრები, რომლებიც წვეულებაზე მიიპატიჟეს, არც იყვნენ ინფორმირებული, თუ იგი ქორწინების შესახებ განცხადებით დასრულდებოდა. ჯერჯერობით მხარეთა წარმომადგენლები ოფიციალურად არ ადასტურებენ, რომ წყვილი დაქორწინდა, თუმცა, არც უარყოფენ ცოტა ხნის წინ გავრცელებულ ცნობას.

კემპბელი და რუსი მილიარდერი არაერთი წელია, ერთმანეთს ხვდებიან, წყვილი დაქორწინებას ჯერ კიდევ 2010 წლის დეკემბერში აპირებდა, მაგრამ ინფორმაციამ ჟურნალისტებთან გაჟონა და ამის გამო გადაწყვეტილება შეცვალეს. ეს, პირველ რიგში, ნაომის სურვილის გათვალისწინებით მოხდა: 41 წლის მოდელი მუდამ ოცნებობდა, ქორწილი სადმე, ეგზოტიკურ კუნძულზე აღენიშნა, სადაც არ იქნებოდნენ ჟურნალისტები და პაპარაცები.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100