სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პრიმორსკში ლენინი „сыр“-ზე დასვეს

პრიმორსკის მხარის ქალაქ ნახოდკაში ფრიად უცნაური შემთხვევა მოხდა: მსოფლიო პროლეტარიატის ბელადი „ყველის ნაჭერზე“ დასვეს. 11 ოქტომბერს 20, 26 და 29 წლის ასაკის მამაკაცებმა ქალაქში აღმართული ლენინის ძეგლის პოსტამენტი გადაღებეს. არტ-ხულიგნებმა ისე იმუშავეს, რომ გრანიტის ლოდები ყვითლად შეღებეს, შემდეგ კი მწვანე, მრგვალი წერტილები მიახატეს. ამასაც არ დასჯერდნენ და ქანდაკების ირგვლივ სკამები ზუსტად იგივე ფერებში შეღებეს.

არტ-ხულიგნებს ერთი მიზანი ჰქონდათ: შექმნილიყო შთაბეჭდილება, რომ ლენინი ყველის ნაჭერზე ზის. ფოტოდან ჩანს, რომ გამოუვიდათ კიდეც. ახალგაზრდებმა განაცხადეს, რომ ვლადიმირ ანიკუშინის ქანდაკება ქალაქის მცხოვრებთა გასამხიარულებლად გადაღებეს.

შეგახსენებთ, რომ გამოჩენილი საბჭოთა სკულპტორი, ვლადიმირ ანიკუშინი ასევე მოსკოვში ანტონ ჩეხოვის, სანკტ-პეტერბურგში ალექსანდრე პუშკინისა და კალინინგრადში მიხეილ კუტუზოვის ძეგლების ავტორია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100