სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე იქნება

ცნობილი ხდება, რომ მმართველი გუნდი პრემიერ მინისტრის პოსტზე არჩევანს მამუკა ბახტაძეზე აკეთებს. სწორედ ბახტაძე წარადგენს ახალ სამთავრობო გუნდს.

გიორგი კვირიკაშვილის გადადგომის შემდეგ, მის შემცვლელად სამი კანდიდატურა განიხილებოდა- ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ბახტაძე, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მაია ცქიტიშვილი და შს მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი გახარია, თუმცა დიდი ალბათობით "ქართულმა ოცნებამ" არჩევანი მამუკა ბახტაძეზე გააკეთა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100