სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ამერიკის პასუხები რუსეთის კითხვებზე...

სტატია მომზადებულია newsland.ru-ზე დაყრდნობით...

ყველასთვის კარგად არის ცნობილი, ასე ვთქვათ „რუსული“ ჩვეული და მეტად გავრცელებული კითხვები: „ვინ არის დამნაშავე?“ და „რა მოვიმოქმედოთ?“. როგორც ჩანს ეს კითხვები უკვე საერთაშორისო დონეზეც გავრცელდა და დასავლეთს ამ ყოველივეზე თავისი პასუხები გააჩნია.

დღეისათვის მსოფლიოს თითოეულ ქვეყანას საკუთარი პრობლემები გააჩნია. ევროპაც და ამერიკაც ძირითადად ამ პრობლემების განხილვასა და გამოსწორებას ცდილობენ. მიუხედავა ამისა, მათ მაინც რჩებათ დრო და შესაძლებლობა ცალკეული ქვეყნებისთვის დამახასიათებელ კითხვებს გასცენ პასუხი დ გაერკვნენ მათ არსში.

ყველაზე მარტივი იქნება თუ ვიტყვით, რომ ყველაფერში დამნაშავე კრიზისია. ეს პასუხი მეტად არაობიექტური და არარელაური იქნება. ამასთანავე არცერთ ქეყანას მსგავსი პასუხი არ დააკმაყოფილებს. ამ კითხვის დასმისას, ნებისმიერი ადამიანი ცდილობს პასუხი საკუთარ თავში ეძებოს, არის თუ არა მიზეზი თავად და დანაშაული მიუძღვის თუ არა მას. დადებითი პასუხის აღმოჩენის შემთვევაში, ეცდება ეს ყოველივე სხვას გადააბრალოს. რუსეთი კი მსგავს კითხვას ძალიან ხშირად სვამს, ამიტომ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ იგი თავს ბევრ საკითხში დამნაშავედ თვლის, თუმცა ამის აღიარებას არ ცდილობს.

რა თქმა უნდა ბევრს მოეჩვენება, რომ ძალიან მარტივია ვიღაცას რაღაც ურჩიო, თავად კი არსებული ვითარებიდან მშრალად გამოხვიდე და ყოველივე უბრალოდ კრიზისს დააბრალო, მაგრამ მსგავსი პასუხი არავის არ არგებს.

მიუხედავად ამისა, ყოველივე მაინც ციფრებით უნდა დავიწყოთ. შეერთებული შტატების ბიუჯეტი 3. 552 ტრილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს. ცნობილია, რომ ამერიკელების ყველაზე დიდი გასავალი სამედიცინო დაზღვევაში, უმუშევრობასთან ბრძოლასა და მიუსაფართა დახმარებაში მიდის, სულ 2. 009 ტრილიონი ამერიკული დოლარი.

პენტაგონის ბიუჯეტი 2010 წლის მონაცემებით 663. 84 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენდა. როგორც ცნობილია, ეს არ არის ოფიციალური ინფორმაცია და პენტაგონის ბიუჯეტი დასახელებულ ციფრს შესაძლოა ხუთჯერ აღემატებოდეს. ეს თანხა კი სირიასა და ლიბიაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციებს ხმარდება.

რა თქმა უნდა ეს თანხები აუცილებელია აღნიშულ ქვეყნებში სიმშვიდის აღსადგენად და დემოკრატიის დასამკვიდრებლად. ამასთანავე, აუცილებელია აღინიშნოს, რომ აშშ დაუღალავად შრომობს მიუსაფართა და საზოგადოების გაჭირვებული ფენის დასახმარებლად. სწორედ ამიტომ, უკანასკნელი დროის მანძილზე, პენტაგონის ბიუჯეტი საკმაოდ შემცირდა. დანაზოგი კი სხვა პრობლემების მოსაგვარებლად გამოიყენება.

რაც შეეხება ავღანეთის ომს. ამ ყოველვემ აშშ-ს ბიუჯეტი სერიოზულად დააზარალა და ქვეყანას ექვს ტრილიონიანი ვალი შესძინა. ვალთან ერთად კი ამ არასტაბილურმა და საომარმა სიტუაციამ, 4 400 სამხედრო მოხელეს სიცოცხლე შეიწირა.

ქვეყანამ ამ შემთხვევაშიც იპოვა გამოსავალი. საკმაოდ დიდი გადასახადები დააკისრა ქვეყნის მდიდარ მოსახლეობას. რა თქმა უნდა ამ ყოველივემ დიდი უსიამოვნება გამოიწვია საზოგადოებაში და აშშ-ს მოქალაქეობაზე 1780-მა ადამიანმა თქვა უარი. მიუხედავად ამისა, ქვეყანამ საკუთარი პრობლემების ძიებაში ყოველივე სხვას არ გადააბრალა და სიტუაციის გამოსწორება საკუთარი ძალებით შეძლო.

ამიტომ კითხვებს - „ვინ არის დამნაშავე?“ და „რა მოვიმოქმედოთ?“ თავად გასცა პასუხები. არც სხვების დადანაშაულება დაიწყო და არც არარეალური მიზეზები მოიყვანა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100