ზლატან იბრაჰიმოვიჩი საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს
ზლატან იბრაჰიმოვიჩი საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს. ინფორმაცია ოფიციალურად მას შემდეგ დადასტურდა, რაც შვედეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იან ანდერსენმა, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის 24-კაციანი შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც სუპერფორვარდიც შეიყვანა.
„ღმერთი დაბრუნდა“ - ასე გამოეხმაურა აღნიშნულ ფაქტს 39 წლის ფორვარდი საკუთარ სოციალურ ქსელებში.
შვედეთის ნაკრები თავის პირველ მატჩს საქართველოს წინააღმდეგ 25 მარტს Friends Arena-ზე გამართავს.
კომენტარი