სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საჩხერეში ავტომობილში 2 წლის ბავშვი დაიწვა

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკისაში ორი წლის ბიჭი ავტომობილში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაიწვა. ადგილობრივების თქმით, ბავშვი ეზოში გაჩერებულ მანქანაში თამაშობდა, რა დროსაც ოჯახის წევრებმა კვამლი შენიშნეს. ავტომობილი ბავშვის გამოყვანამდე აფეთქდა.

„ოჯახის ერთ-ერთი წევრი ბავშვის გადმოყვანას ცდილობდა, მაგრამ კარის გახსნისთანავე ცეცხლი გაძლიერდა, შემდეგ კი ავტომანქანა აფეთქდა. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადატანილი“, – უთხრა „რეგინფოს“ სოფელ ვაკისაში მერის წარმომადგენელმა, თინა შუბითიძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100