"გამოწერას ვაუქმებ, მეგონა ქეთას კარგი გემოვნება ჰქონდა, როგორც ჩანს, "ბარიგა" აირჩია" - ნახეთ, რა რეაქციები მოჰყვა ქეთა თოფურიას ახალ ფოტოს, რომელიც გუფთან ერთად აქვს გადღებული
მიუხედავად იმისა, რომ პრესაში არა ერთხელ დაიბეჭდა, საზოგადოება ღიად განიხილავდა და თითქმის ყველამ იცოდა ქეთასა და გუფის სიყვარულის ამბავი, მომღერლის ახალ ფოტოს ინსტაგრამზე, რომელიც თავის შეყვარებულთან აქვს გადაღებული, მაინც არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. უმეტესობამ ბედნიერება უსურვა მათ, თუმცა იყვნენ ისინი, რომლებიც ვერ ხვდებოდნენ რა ხდებოდა, კითხულობდნენ, თუ როდის იქცა გუფი და ქეთა შეყვარებულად და ქმარს როდის დაშორდა.
უნდა აღინიშნოს, რომ გასული წლის ზაფხულში, მრავალთვიანი მალვის შემდეგ ქეთამ აღიარა, რომ მეუღლესთან გაყრილი იყო, თუმცა მაინც ოჯახის წევრად მიიჩნევდა. ამის შემდეგ საზოგადოებას ნელ-ნელა გაუმხილა, რომ გუფთან ჰქონდა რომანი და ფოტოებს ჯერ ნახევრად, შემდეგ კი მთლიანი რაკურსით აჩვენებდა, სადაც გუფიც ფიგურირებდა.
როგორც ჩანს, ქეთან თაყვანისმცემლების ნაწილს სულაც არ მოსწონს მომღერლის არჩევანი და კომენტარებში გუფს ლანძღავენ, ნარკომანსა და "ბარიგას" უწოდებენ და სინანულს გამოთქვამენ იმის თაობაზე, რომ ქეთას გემოვნებამ "უმტყუნა".
კომენტარი