სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პაშა ბანკი მესამე წელია ოქროს ბრენდის პარტნიორია

2017 წლის 21 აპრილს სასტუმროში Hotels & Preference Hualing Tbilisi გაიმართა ოქროს ბრენდის დაჯილდოების ყოველწლიური ცერემონია. პაშა ბანკი უკვე მესამე წელია აღნიშნული ღონისძიების პარტნიორია.

ოქროს ბრენდის დაჯილდოვებას ესწრებოდნენ წამყვანი კომპანიების ხელმძღვანელი პირები, სამთავრობო და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ჟურნალისტები. მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარემ ფადი ასლიმ, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მარკეტინგის სამსახურის უფროსმა სოფო მაქაცარიამ, პაშა ბანკის გენერალურმა დირექტორმა შაჰინ მამმადოვმა, Hotels & Preference Hualing Tbilisi - ის გენერალურმა მენეჯერმა პეტერ ლილვიკმა და ღონისძიების სხვა მხარდამჭერებმა.

ოქროს ბრენდის დაჯილდოება Global Idea-ს და The FINANCIAL-ის ორგანიზებით 2006 წლიდან ტარდება და ავლენს წლის წარმატებულ კომპანიებს სხვადასხვა კატეგორიაში.

მისასალმებელ სიტყვაში პაშა ბანკის გენერალურმა დირექტორმა შაჰინ მამმადოვმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი პაშა ბანკის მზად ყოფნას, ხელი შუწყოს ადგილობრივი ბიზნესის განვითარებას და ზრდას.

ბ-მა მამმადოვმა ოქროს ბრენდის ჯილდო გადასცა გამარჯვებულ კომპანიებს:

  • მინერალური წყალი - ნაბეღლავი
  • წლის დამსაქმებელი - თეგეტა მოტორსი
  • რესტორანი - ტაბლა
  • ჯანსაღი პროდუქტები - ლიტვური საცხობი
  • სიახლეებზე ორიენტირებული კომპანია - ლუტეცია

ოქროს ბრენდის ჯილდო ასევე გადაეცათ:

  • სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგრარული სექტორის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის
  • კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პროექტისთვის “Check in Georgia”
  • ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროექტისთვის „ტექნოპარკი“
  • რეგიონალური და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2016 წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის

„პაშა ბანკი უკვე მესამე წელია ოქროს ბრენდის პარტნიორია. მოხარული ვართ, რომ ამ ფორმითაც გვეძლევა საშულება მხარი დავუჭიროთ ქვეყანაში ადგილობრივი ბიზნესის განვითარებას. გვჯერა, რომ აღნიშნული ჯილდოს მიღება დამატებითი მოტივაციაა გამარჯვებული კომპანიებისთვის, რადგან ამით კიდევ ერთხელ დასტურდება მათი წარმატება. ვულოცავ გამარჯვებულებს და ვუსურვებ წინსვლას!“ - აღნიშნა შაჰინ მამმადოვმა, პაშა ბანკის გენერალურმა დირექტორმა და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ.

„ოქროს ბრენდის დაჯილდოების ცერემონია ხელს უწყობს ადგილობრივი ბიზნესისთვის კონკურენტული გარემოს შექმნას. იგი მიზნად ისახავს თანამედროვე, ბრენდის და ბიზნეს-დამკვიდრების მეთოდების დანერგვას. დაჯილდოების ცერემონიის ძირითადი იდეა არის საქართველოში მოქმედი ქართული კომპანიებისა და უცხოური კომპანიების წარმოდგენა და პოპულარიზაცია. ოქროს ბრენდი მიზნად ისახავს ამ კომპანიების საქმიანობის ხელშეწყობას და მათი ბრენდების განვითარებას,“ -განაცხადა Global Idea-ს გენერალურმა დირექტორმა ნათია ჯინჭარაძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100