სერგენკოს მოადგილე, რომელიც ბევრ მინისტრსა და დეპუტატზე მდიდარია
ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრის მოადგილე, ზაზა სოფრომაძე გაჭირვებას არ უჩივის.
მისი ქონება საკმაოდ აღემატება დეპუტატთა და მინისტრთა ნაწილის აქტივებსა თუ პასივებს.
ბატონი სოფრომაძე, რომელსაც წლების წინ, რამდენჯერმე მოუწია გამოძიებასთან ურთიერთობა, დღეს სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელობს.
მეტიც: მინისტრის მოადგილე, სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი, ზაზა სოფრომაძე 2006 წელს დაკავებული იყო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით, როდესაც ის სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გენერალური დირექტორი გახლდათ.
დღეს კი, სოფრომაძე, სერგენკოს მითითებით, იმ სოციალურ რეფორმებს უდგას სათავეში, რომელიც დიდი ალბათობით, ბიუჯეტის ხარჯვით დასრულდება, ყოველგვარი ეფექტური შედეგის გარეშე.
სოფრომაძის ქონება
ზაზა სოფრომაძეს, 2016 წლის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მიხედვით, 23 500 ლარი და 37 000 დოლარი აქვს დანაზოგის სახით, ხოლო მის მეუღლეს, ქალბატონ რიტა მარგიანს, 13 ათასი დოლარისთვის მოუყრია თავი.
თუმცა, ოჯახი ფლობს საკმაოდ ბევრ მიწის ნაკვეთს, საკმაოდ ბევრგან.
მაგალითად: სოფელ მესხეთში, 30 000 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი, გეგუთში 4 170 კვ, კოჯორში 500 კვ, წყალტუბოში 400, ხოლო მუხიანში 36 100 კვ მეტრი მიწის ნაკვეთი.
ბატონ სოფრომაძეს აქვს საცხოვრებელი ბინა ბახტრიონზეც, რომელიც ფართობით 160 კვადრატია, ასევე საცხოვრებელი სახლი გეგუთში და ბინა - წყალტუბოში.
ბატონ სოფრომაძეს, ჰონორარის სახით აღებული აქვს 16 000 ლარზე მეტი, მის მეუღლეს კი, 9 000 დოლარის სესხის ხელშეკრულებით, 2565 დოლარი აქვს მიღებული - შემოსავლის სახით.
ოჯახი ფლობს კერძო ავტომობილს და სახელმწიფო პრივილეგიებს, რომელიც ისევე როგორც სხვა ჩინოვნიკების შემთხვევაში, ჩვენი ჯიბიდან ფინანსდება.
თუმცა, არის თუ არა, გადასახადების გადამხდელის თანხების ხარჯვა ეფექტური ამჯერად, ეს იმ სოციალური მომსახურების პოლიტიკიდანაც ჩანს, რომელიც თითქმის ყოველწლიურად უარესდება.
კომენტარი