ადამ მიხნიკი ევროკავშირის თემაზე ლექცია - დისკუსიას გამართავს
ცნობილი პოლონელი ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე ადამ მიხნიკი თემაზე „ევროკავშირი - რეალობა და მოლოდინები“ ლექცია - დისკუსიას გამართავს.ლექცია - დისკუსია 1 დეკემბერს, 15:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნვერსიტეტში (I კორპუსი, 107-ე აუდიტორია) გაიმართება და მას სტუდენტებთან ერთად ქართველი ექსპერტებიც დაესწრებიან.ადამ მიხნიკის ვიზიტი უკავშირდება ადამ მიცკევიჩის ინსტიტუტის პროექტს „კინო და სოციალური ცვლილებები“, რომლის პრეზენტაციაც თბილისში ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში 2 დეკემბერს კინოთეატრ „რუსთაველში“ შედგება.,,კინო და სოციალური ცვლილებები“ საერთაშორისო კინოპროექტია, რომელიც აერთიანებს დოკუმენტურ და სრულმეტრაჟიან ფილმებს ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სოციალური თემატიკის გარშემო. პროექტი ასევე მოიცავს დისკუსიებს, ლექციებს, დებატებს და მასტერკლასებს.
კომენტარი