სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ოკუპანტები ლუგანსკის რეგიონის ნაწილს მთელი ღამის განმავლობაში ბომბავდნენ - უკრაინული მხარე

რუსეთის საოკუპაციო ძალები ლუგანსკის რეგიონში დასახლებებს მთელი ღამის განმავლობაში ბომბავდნენ. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ამავე ინფორმაციით, ოკუპანტების დაბომბვას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ისინი მთელი ღამის განმავლობაში ისეთ დასახლებებს ბომბავდნენ როგორიც არის გორსკოე, ზოლოტოე, ნიჟნეე და სხვები. „რეგიონს არ მიეწოდება ელექტროენერგია, გაზი და წყალი. ადგილობრივი ხელისუფლება ადგილზეა და მოსახლეობას ჰუმანიტარულ დახმარებას აწვდის. სიტუაცია დაძაბული, მაგრამ კონტროლირებადია“, - აცხადებს ლუგანსკის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი გაიდაი. შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭირა. ოკუპანტები ბომბავენ არა მხოლოდ სამხედრო შენაერთებს, აეროპორტებს და სხვა სტრატეგიულ ობიექტებს, არამედ ესვრიან სამოქალაქო მოსახლეობას და ქალაქის მაღალსართულიან შენობებზეც მიაქვთ იერიში. ამ დროისთვის ბოლო ინფორმაციით, უკრაინის გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ აგრესორმა ქვეყანამ შეტევის ტემპი შეანელა უკრაინაზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100