,,ეს შეშლილი, შეშლილი მსოფლიო... ჩემპიონატი
იტალიელმა ბიზნესმენმა, რომის მკვიდრმა ჯიჯი ფრედიმ გადაწყვიტა, ოჯახს სიურპრიზს მოვუწყობო და მუნდიალზე იტალია-პარაგვაის მატჩს დავასწრებო. ინტერნეტით ერთ-ერთ ავიაკომპანიას შეუკვეთა სამხრეთ აფრიკის ქალაქ ქეიფთაუნის მიმართულებით 4 ბილეთი.
სწორედ ამ ქალაქში თამაშობდა იტალიის ნაკრები პარაგვაისთან. მატჩის დღეს განუცხადა ცოლს და ორ შვილს ჯიჯიმ, ბარგი ჩაალაგეთ, აფრიკაში მივდივართო, თანაშემწე კი ავიაკომპანიაში გაგზავნა ბილეთების მოსატანად. კონვერტში ჩაწყობილი ბილეთები არც თანაშემწეს უნახავს და არც ჯიჯის, თანაც, სახლიდან გამოსვლამდე, ჯიჯიმ და მისმა მეუღლემ, სოფიმ, გვარიანად ყლურწეს ვისკი, დიდხანს მოგვიწევს ფრენა და ასე უფრო კომფორტულად ვიმგზავრებთო.
მოკლედ, გვარიანად მთვრალი ცოლ-ქმარი შვილებითურთ ისე აღმოჩნდა რომიპარიზის რეისის თვითმფრინავში, რომ ვიდრე პარიზში არ ჩაფრინდნენ, ვერ გაიგეს. თავიდან ეგონათ, პარიზის გავლით მივფრინავთ ქეიფთაუნშიო, მაგრამ, როცა სტიუარდესამ ლამის ძალით ჩაყარა თვითმფრინავიდან ოთხეული, ჯიჯი მიხვდა, რომ შეეშალა. საქმე იმაშია, რომ ინტერნეტით ბილეთების შეკვეთისას საკმაოდ მთვრალი იყო და იაღლიშიც მაშინ მოსვლია.
სხვა რაღა დარჩენოდა: ცოლ-შვილიანად სასტუმროში დაბინავდა და იტალია-პარაგვაის მატჩს სასტუმროს ნომერში, ჩვეულებრივ ტელევიზორში უყურეს.
ჯიჯის კომპანიონები ხუმრობენ: ნიჭიერი კაცი და წარმატებული ბიზნესმენი კია, მაგრამ სმას თავი თუ არ დაანება, ერთხელაც ანტარქტიდის რეისს შეუკვეთავს და იქ თეთრი დათვები შეჭამენო.

კომენტარი