სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ტოიოტა ცენტრმა თეგეტამ“ „წითელ ნუსხაში“ შეტანილი 500 მუხის ნერგი დარგო

„აღნიშნული კამპანიით „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს პროექტს შეუერთდა, რომელიც რამდენიმე წელია მიმდინარეობს და აჯამეთის დაცულ ტერიტორიებზე იმერული მუხის აღდგენას გულისხმობს. იმერული მუხა აჯამეთის აღკვეთილის ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა და საქართველოს „წითელ ნუსხაშია“ შეტანილი.

ტოიოტამ 2015 წელს გლობალური პროექტი „ეკოგამოწვევა 2050“ წამოიწყო, რომელიც ჰიბრიდულ, ელექტრო და წყალბადის ძრავით აღჭურვილ ავტომობილებზე ფოკუსის გადატანას, საწარმოო ნარჩენების გონივრულ მართვასა და მთლიანობაში ეკოსისტემასთან მაქსიმალურად ჰარმონიულ თანაარსებობაზე ზრუნვას გულისხმობს. „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ აღნიშნულ პროექტს 2019 წლიდან შეუერთდა და კომპანიამ აქტიურად დაიწყო ჰიბრიდული ავტომობილების გაყიდვების წახალისება და გარემოზე ზრუნვის პროექტის განხორციელდა.

პროექტის ფარგლებში დაარსდა „ტოიოტას მწვანე გზის კლუბი“, რაც გულისხმობს, რომ ყველა ფიზიკური პირი, ვინც „ტოიოტა ცენტრ თეგეტაში“ შეიძენს ჰიბრიდული ძრავით აღჭურვილ მოდელს, გახდება „ტოიოტას მწვანე გზის კლუბის“ წევრი და მიიღებს გამწვანების ბარათს, მის სახელზე კი „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ აჯამეთის დაცულ ტერიტორიებზე გადაშენების პირას მყოფ მუხის ნერგებს დარგავს“- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100